ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
7 მაისი, 2025


......

ერთხელ ( დიახ , ეს ერთხელ მოხდა და არა ორჯერ ან სამჯერ) მე.....მე .... შემიყვარდა .....!
უცნაურ განცდებში ვიყავი ,  დავბორიალობდი ქალაქში და ხან უაზროდ ვუღიმოდი დაკეტილი სუპერმარკეტების ვიტრინებს , ხან ნაგავსაყრელს მივადგებოდი და იქ ( სრულ მარტოობაში და სიმყრალეში) ვყვიროდი , ისე ვყვიროდი რომ ძაღლები ამყვებოდნენ ხოლმე და მეც ვჩუმდებოდი ....ნასიამოვნები რომ დაგროვილი გრძნობები გამოვტყორცნე ჩემი სხეულიდან !...ხანდახან მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩავდიოდი, ცივ და უგულო  კედლებზე გასაღებით ვფხაჭნიდი გულს და ჩვენს სახელებს , პერიოდულად ( ეს კი პარასკევობით ხდებოდა ) გარეუბნის კოპწია მატარებლებს ველოდებოდი და რომ ჩაიქროლებდა, თვალდახუჭული  მის სახელს გავყვიროდი....მონაბერი ჰაერი თმას მიწეწავდა და მე მის შეხებას ვგრძნობდი თითქოს
  ერთხელ აეროპორტშიც კი წავედი , რომ მისი წმინდა სახელი საჰაერო ხომალდისთვის გამენდო და მერე  მას ზეცაში აეტანა..... მაგრამ ასაფრენ ბილიკზე არ შემიშვეს ...ის ღამე კი აეროპორტის დაცვის ოთახში გავატარე ..დიდხანს და უშედეგოდ .ვუმტკიცებდი უგულო პოლიციელებს რომ არა...არა....რომ მხოლოდ სიყვარულისთვის და არა ტერორისტული აქტისა გამო....! აი ნახეთ...მისი ფოტო ! შეხედეთ...აქ ის ბებიასთან ერთადაა...დიახ , მარცხნივ... რატომ მეკითხებით ? ....
რას ვჭამდი ან რას ვსვამდი , არ მახსოვს , ის პერიოდი სამუდამოდ წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან ...ან კი იყო განა ???? ის მათრობდა, მაბნევდა...ის ყველგან იყო .....
............
(ნაწყვეტი ) 2025©

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები