ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2025


ტატო

„იგი ობოლი მარგალიტია, ობოლი იმიტომ, რომ მარტოდ-მარტოა ჩვენს მწერლობაში, არც წინამორბედი ჰყავს, არც უკან მიმდევი“.
         
            წმინდა ილია მართალი             

გზები კალმით გაიმარგვლა
ცხოვრებაში, მარტოდმარტომ!
ნიკოლოზი ერქვა, მაგრამ
ოჯახობამ უთხრა ტატო.
მზერა ვისიც ვერ სწვდა იმის
ცისკენ მავალ ერთგულ მერანს!
ხმა კი მისი, კლდეში — მღვიმე
და ვარძიის გულისძგერა —
ეძახოდა მწვერვალისკენ,
გარუსებულს, ქართველს — ნებით,
ჰკარნახობდა ღმერთი სიტყვებს...
ღაღადებდნენ გარეჯს ქვები...
ზეცა ექცა იმას სახლად,
ვერვინ სცნობდა ზღაპრულ პოეტს,
მან დიდება დაისახა —
დამარხეს და ვეღარ ჰპოვეს.
ვერ დაეხსნა ერის სასჯელს
და სიკვდილიც ექცა ჯვარცმად,
ვიდრე მის ლექსს, ფაფარაშლილს,
არ შეხედა ერისკაცმა!
      არ დაუსვა არვინ კითხვა,
რატომ იყო მარტოდმარტო.
ქართლი რუსთველს შეესიტყვა,
როცა ქვეყნად გაჩნდა ტატო!

                                    2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები