| ავტორი: ჯიმი ჟანრი: თარგმანი 8 მაისი, 2025 |
"ას საუკუნეზე მეტია, იმპერატორი უძრავადაა დაბრძანებული დედამიწის ოქროს ტახტზე. იგი კაცობრიობის თვითმპყრობელია. მის დაულეველ ჯართა წყალობით მილიონი სამყარო ჯერაც მტკიცედ დგას წყვდიადის პირისპირ. თუმცა, იგი გახრწნილი გვამია - იმპერიუმის ლეშ-მბრძანებელს სიცოცხლეს მხოლოდ ტექნოლოგიის ბნელი ხანის საოცრებები უნარჩუნებენ და ყოველდღიურად ათას ადამიანს სწირავენ მსხვერპლად, რათა ამ ერთ სულს საზრდოდ გადასცენ. იყო ადამიანი ამ დროებაში - ნიშნავს, იყო ურიცხვ მილიარდთაგან უბრალოდ ერთი. ეს ნიშნავს, იცხოვრო წარმოდგენილთაგან ყველაზე სასტიკ და სისხლიან დიქტატურაში. ეს ნიშნავს, დაიბადო მარადიულ სასაკლაოზე, სადაც მწუხარებისა და ტკივილის გოდებას მშიერი ღმერთების სიცილი ახშობს. ეს ეპოქა ბნელი და საშინელია: ნუგეშს და იმედს ბევრს ნუ მოელით. დაივიწყეთ ტექნოლოგიისა და მეცნიერების ძალა. დაივიწყეთ პროგრესისა და განვითარების დაპირებები. დაივიწყეთ ადამიანობისა და თანაგრძნობის მოლოდინი. ვარსკვლავეთში მშვიდობა აღარსად სუფევს - შორი მომავლის ქუშ წყვდიადში მხოლოდ ომია. "
For more than a hundred centuries the Emperor has sat immobile on the Golden Throne of Earth. He is the Master of Mankind. By the might of His inexhaustible armies a million worlds stand against the dark. Yet, He is a rotting carcass, the Carrion Lord of the Imperium held in life by marvels from the Dark Age of Technology and the thousand souls sacrificed each day so that His may continue to burn. To be a man in such times is to be one amongst untold billions. It is to live in the cruellest and most bloody regime imaginable. It is to suffer an eternity of carnage and slaughter. It is to have cries of anguish and sorrow drowned by the thirsting laughter of dark gods. This is a dark and terrible era where you will find little comfort or hope. Forget the power of technology and science. Forget the promise of progress and advancement. Forget any notion of common humanity or compassion. There is no peace amongst the stars, for in the grim darkness of the far future, there is only war.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|