 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 10 მაისი, 2025 |
÷÷÷ წვიმას აპირებს.. მოიშუშა ცა შენი სამოსელივით.. ტანზე სეტყვაა და ოფლი ჩემგან ნაპკურები აღარაფერია ცოტა ან ბევრი.. გაივსო პეშვებით გული და უშვებს ცისარტყელებს აფრააშვებული თვალებიდან.
<>< ბავშვი წაიყვანეს. გადავიდე ფეხი ფეხზე, წიგნებს ჩავუსახლდი. თეთრეულია ახლა კალამი სახამებლების ჯარი მოაწყდა უზორს, დაკუჭულია ტყუილის კადრი, ვეღარც რა უთო გატკეცს სინამდვილეს.. სიტყვებს არ უყვარს ვინმესთან განდობა, მხოლოდ უსაშველო ტკივილი გამხელს.
××× მე მაქვს ოჯახი, ჯოხივით გრძელი და გასხეპილი.. ეკლები შემრჩა ხელებზე და გულამდე არ ვუშვებ, იქ სხვა ადგილია, მხოლოდ ვარდებისთვის!! ^*^ არაფერია, თუ ბევრს აკეთებ, მთავარია რისთვის აკეთებ!! და თუ არ იცი, ბურუსმა შთანგთქა და მოგონებას შენი ადამიანობაც წაუღია!!
&* მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი მომწონს უხმაუროდ, როცა პატარას სძინავს, დანარჩენი, ყველფერი, ხმამაღლა უნდა აკეთოს ადამიანმა!!
*(* გავიარე და წინ იყავი, დავრჩი და გვერდით გამწიე. საბურველს მიქმნი, ბეჭი დამაფარო, არ გეგონოსო, შენც რომ შიშველი ხარ!!
××× მამძიმებს მარტო სიხარული, თუმცა სჭირდება ამ გულის კუნჭულს, რომელშიც სხვები არ არიან. ტირილი შეიძლება სხვებთანაც, ბედნიერება კი უნდა მალო და ვერ დამალო!!!
=/= არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაყუჩდა ტკივილები, დამშვიდდა ტალღები, ღამის ბრიზი თუ დაუბერავს, დაკოცნის ბაგეგაუხსნელ ნიჟარებს..
+_+ მინდა რომ წავიდე, სადაც არავინ მცნობს, სადაც მარტო ვცხოვრობ, სადაც არავინ ვარ!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგებია, მაგრამ ეს განსაკუთრებით:
"მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი მომწონს უხმაუროდ, როცა პატარას სძინავს, დანარჩენი, ყველფერი, ხმამაღლა უნდა აკეთოს ადამიანმა!!"
ასე მოკლედ და ზუსტად თქვა, რასაც წიგნები, ფილმები, ცხოვრებები დაიტევს, მხოლოდ მოსალოცი ამბავია^^
5. რა კარგებია, მაგრამ ეს განსაკუთრებით:
"მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი მომწონს უხმაუროდ, როცა პატარას სძინავს, დანარჩენი, ყველფერი, ხმამაღლა უნდა აკეთოს ადამიანმა!!"
ასე მოკლედ და ზუსტად თქვა, რასაც წიგნები, ფილმები, ცხოვრებები დაიტევს, მხოლოდ მოსალოცი ამბავია^^
5.
1. ერთმანეთზე უკეთესებია, &* მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი მომწონს უხმაუროდ, როცა პატარას სძინავს, დანარჩენი, ყველფერი, ხმამაღლა უნდა აკეთოს ადამიანმა!!
ერთმანეთზე უკეთესებია, &* მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი მომწონს უხმაუროდ, როცა პატარას სძინავს, დანარჩენი, ყველფერი, ხმამაღლა უნდა აკეთოს ადამიანმა!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|