ჯონ კიტსი - ო, მარტოობავ! (სონეტი VII)
ო, მარტოობავ, თუკი უნდა ვიცხოვროთ გვერდით, არ მსურს პირქუში შენობების გროვათა ირგვლივ; ციცაბო ფერდობს მივაშუროთ, მოკაზმულს სირმით, დავტკბეთ ბუნების თვალთვალით და სიჭრელით ფერდის,
მტკავლისხელა ჩანს საიდანაც მდინარის ჩქერი, ნება მიბოძე გიდარაჯო თალარში გვიმრის, სადაც ანაზდი გადახტომა ფეხმარდი ირმის, დააფრთხობს ფუტკრებს ფუტკარათა ზარებში შეყრილთ.
თუმც ამ სურათებს დავინახავთ, მე უფრო სიტყვის ხატება მხიბლავს აზროვნების და რომლის იქით მიჩქმალულია დახვეწილი, უმანკო ფიქრი,
სულის მალხენი; უნდა იყოს ნამდვილად, ვიტყვი, კაცობრიობის უმაღლესი განცხრომა თითქმის, მონათესავე ორი სული როს შენკენ ილტვის.
10 მაისი, 2025 წ.
John Keats - O Solitude (Sonnet VII)
O Solitude! if I must with thee dwell, Let it not be among the jumbled heap Of murky buildings; climb with me the steep,— Nature’s observatory—whence the dell,
Its flowery slopes, its river’s crystal swell, May seem a span; let me thy vigils keep ’Mongst boughs pavillion’d, where the deer’s swift leap Startles the wild bee from the fox-glove bell.
But though I’ll gladly trace these scenes with thee, Yet the sweet converse of an innocent mind, Whose words are images of thoughts refin’d,
Is my soul’s pleasure; and it sure must be Almost the highest bliss of human-kind, When to thy haunts two kindred spirits flee.
ჯონ კიტსი - ო, მარტოობავ! (სონეტი VII) - ბწკარედული თარგმანი
ო, მარტოობავ! თუ უნდა ვიცხოვრო შენთან, ნუ იქნება ეს ბნელი შენობების არეულ გროვაში; ამოდი ჩემთან ერთად ციცაბო ფერდობზე — ბუნების სათვალთვალოზე — საიდანაც ხეობა,
მისი ყვავილოვანი ფერდობები, მისი მდინარის კრისტალური ტალღა, შეიძლება მტკაველად მოჩანდეს; ნება მომეცი გიდარაჯო ტოტებით გადახურულ დარბაზებში, სადაც ირმის სწრაფი ნახტომი აფრთხობს ველურ ფუტკარს ფუტკარას ყვავილიდან.
მაგრამ თუმცა სიამოვნებით დავათვალიერებ ამ პეიზაჟებს შენთან ერთად, მაინც უმანკო გონების ტკბილი საუბარი, რომლის სიტყვები დახვეწილი აზრების ხატებებია,
არის ჩემი სულის სიამოვნება; და ეს ნამდვილად უნდა იყოს თითქმის უმაღლესი ნეტარება კაცობრიობისა, როდესაც შენს სავანეში ორი მონათესავე სული გარბის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ო, მარტოობავ! საინტერესო ფილოსოფიური სონეტია და თარგმანი უმაღლესად შესრულებული,
სხვა გზა არ არის - მარტოობას უნდა დაუმეგობრდე! ო, მარტოობავ! საინტერესო ფილოსოფიური სონეტია და თარგმანი უმაღლესად შესრულებული,
სხვა გზა არ არის - მარტოობას უნდა დაუმეგობრდე!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|