ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
13 მაისი, 2025


ვინ გამოიცნობს?

აბა, გამოიცანი ????????????
#ერთს რომ ერთი მივუმატოთ,
რამდენია ანა?
იმდენია, რამდენიც
მე, თვალი მაქვს მამა.
რამდენი თვალი ჰქონია ანას?
#სამს რომ შვიდი მივუმატოთ,
რამდენია ამიკო,
მის საშველად უკნიდან
ორ ხელსა შლის დაიკო.
ორიაო! - რიხიანად უპასუხა ამიკომ,
საიდანო? ამიხსენი,-
ეუბნება მამიკო.
ეგე, ორ ხელს მაჩვენებსო,
შენს უკან დგას ანიკო.
რაში შეცდა ამიკო?
#პირველ ორნიშნა რიცხვს თუ
შენ გაიხსენებ, რატი,
გეცოდინება რამდენი
ჰყვას, ჩემს ბებიკოს, ბატი.
რამდენი?
#კატასა ჰგვანან, მასავით
კრუტუნებენ და დადიან
თან იმდენია, რამდენიც
ერთ კატასა აქვს თათია.
რანი არიან, რამდენნი?
აბა, თუ მიხვდი, ნათია?
#ცხვირი ერთი, თვალი, ყური,
ხელი, ფეხი, ორ-ორი,
თითები გაქვს ოცი,
დათვლაში ნუ მოცდი
და ამათზე ბევრი,
გაცილებით მეტი
არის, მაგრამ სახელი
აქვს, მხოლოდღა ერთი.
აბა, ნეტავ რა არის?
ჰა, რომელი მეტყვის?
#სახლში ბევრი ლეკვი გვყავს,
მინიშნებას გეტყვით,
სამი კუდს აქიცინებს,
ბეწვს იფერთხავს ერთი,
ორი წიწილებს დასდევს,
ერთს კი, ჰქვია თოლია,
ჰა, ვინ მეტყვის, ლეკვები,
თუ, რამდენი მყოლია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები