ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2025


ლოცვა დედისთვის.

ნინო დარბაისელი

ლოცვა დედისთვის.
ინსულტის გამო

შვილთა ხიფათს მკერდს უშვერდა,
ვიცი, მუდამ, რომ მერე ვარ.
თუკი დედა კარგადა მყავს,
ქვეყნად მე რა მომერევა!

ქვა და რკინა იყო მუდამ…
ცრემლი? როგორ გამებედა!
ღმერთო, ღმერთო, გევედრები,
კარგად მყავდეს  ოღონდ დედა!

ამ შორიდან, ლოცვის მეტი
არაფერი დამრჩენია!
სხვა არც რამე არ მადარდებს,
დედა - გადასარჩენია!

გონი  რაღა შავ ქვად მინდა,
ნეტა ვიყო - მე - უგონო,
დედას - შვილის, შვილს - დედისა
ტკივილი  არ გააგონო!

ცრემლი მდის და ვერ ვიკავებ,
  მისვამს მისი რძე და ხსენი!
ოღონდ ახლა მიშველე და
დედაჩემი დაიხსენი!

დედის გარდა, არავინ მყავს
სალოცი და სათაყვანე,
ო, სიკვდილო, გევედრები,
დედის ნაცვლად წამიყვანე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები