ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2025


დაგეშილაო ჩემი ენა

დაგეშილაო ჩემი ენა,
დაგეშილა და უკბენია,
უკბენია და თურმე როგორ უკბენია,
დღეა, ღამეა უკმელია,
თავს ვეღარა გრძნობს მშვენიერად,
საქმეშია და საქმეშია.

ოღონდ არასდროს მამხელს სხვებში,
შორებს კი არა, ახლოს ერჩის,
თითქოს ამ გულში
ხორცი კი არა, მქონდეს ლეში
და ლეშის შიგნით სიბნელეში,
ჩამქრალ შუქებში,
გაიგონაო ფაციფუცი
და აყეფდაო,
ისე ჩაავლებს
ჩემთვის ყველაზე ძვირფასებს და ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარლებს.

აქ არც რამეა გასაკვირი,
საუკუნეა გავყვირივარ -
თითქოს ამისგან კეთდებოდეს პირამიდები -
და ვგავარ ქვევრსაც ნაყირავებს,
თითქოს გამრეცხეს, გამომწმინდეს გულის ნადები,
და შიგ არცერთი რომ არ დამხვდა,
ამ სიბნელეში,
თითქოს აჩრდილებს ვუყეფდი და აჩრდილს დავდევდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები