ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკარგული თაობა
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2025


დიალოგი დაქალის ქმართან (დრაკონის სიზმარი 21-ე საუკუნის მიჯნაზე) 8

ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა. გვანცას წამოუარა და ფანჯრის რაფაზე შეხტა.
- ახლა გაფრენა არ მაწყენდა!
- დამელოდე, ერთად გავფრინდეთ, - უთხრა ირაკლიმ და ჭიქებში არაყი ჩამოასხა, - ჯერ თითო ჭიქა დავლიოთ, ფხიზელი ვერც გაფრინდები და ვერც გააფრენ!
ხელი დავლო გვანცას და ფანჯრიდან ჩამოსვა.

მერე მოხდა, რაც მოხდა!.. სინამდვილეში არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ირაკლის კომპლექსები უშლიდა ხელს ყოფილიყო ისეთი თავისუფალი, როგორიც უნდოდა; გვანცას კი სულ კახა ელანდებოდა, წარმოსახვებს ვერ იშორებდა თავიდან!  ღამე „ლომკებიც“ დაეწყო,  ალბათ გამოფხიზლდა და მაგრად ნანობდა იმას, რაც მოხდა. ...კრიზისი რომ გეწყება, სიცარიელე რომ იზრდება შენში...
- აუ, ახლა დამეწყება... - თქვა ხმამაღლა, - ეტყობა არაყი გამომინელდა!
გრძნობდა, რომ მაგრად მიქარა და რცხვენოდა, ეგონა, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, მას ხომ თავიდანვე სხვა გზა ჰქონდა არჩეული... ახლა კი ყველაფერი დაიმსხვრა - მეგობრობაც და სიყვარულიც! თან ფიზიკურად რომ გრძნობ კრიზისს, უკმარისობას, თავის მოკვლა რომ გინდა...
- რა მოგივიდა? - ეკითხებოდა ირაკლი.
გვანცას ბალიშში ჰქონდა თავი ჩარგული.
- გინდა ეკას გავეყარო?
- არა.
- ბედნიერი ვარ, ღამე ერთად რომ ვიყავით, - ამბობდა ირაკლი.
გვანცას მოესმა მისი გულისცემა... “ეს ის გულია, თვეზე მეტია, რომ ჩემშიც ცემს”, - გაიფიქრა და მიაყურადა. საოცარი ის იყო, რომ მათი პულსაცია ერთმანეთს ემთხვეოდა.

_
გვაცა თავის ოთახში იყო, ტელეფონმა რომ დარეკა.
- როგორ ხარ? - ჰკიტხა ირაკლიმ.
- კარგად, შენს დავიწყებას ვცდილობ.
- ოღონდ ეგ არა!
- ემოციურად გადავიტვირთე, დასვენება მჭირდება, რაღაც დროით მაინც.
- კარგი, ორი დღით დამივიწყე და მერე შევხვდეთ.
- მაინც არაფერი არ შეიცვლება, უარესი და უარესი დაგვემართება.

_
“მე მხოლოდ ერთ რამეს ვცდილობ - გავთავისუფლდე გრძნობებისგან, რომ ყველაფერი დამთავრდეს. ამ მიზნით გავაკეთე ყველაფერი - „ვიზასავე“, „ვიჟიმავე“... და მგონი უარესად ჩავიფალი...
...ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეკაც თანახმაა და ირაკლი მით უმეტეს - ეკა ტრადიციული ცოლი არ არისო, ეკას მგონი კიდევაც უხარიაო!..
ეს რაში შევყავი თავი!”

_
ახლა კიდევ კახამ დარეკა.
- ...მინდოდა, დამეთრიე, მასე იმიტომ ვიქცეოდი. მინდოდა გყვარებოდი, იმიტომ რომ მეც მიყვარდი. შენნაირი ურთიერთობა არავისთან მქონია... ჩემს დაბადების დღეზე ხომ მოხვალ?
- მოვიფიქრებ და დაგირეკავ.

მეორე დღეს დაურეკა და უთხრა:
- ირინას მანქანა გაფუჭებულია და ვერ მოვალთ, ხომ არ გეწყინება?
- როგორ არ მეწყინება, მოდი, რა! დედაჩემმა სპეციალურად შენთვის ნამცხვარიც გამოაცხო... მარტო ვერ მოხვალ?
- მარტო ვერა, მაგრამ თუ ვინმე წამომყვება, შეიძლება...
- ვინ, ქალი თუ კაცი?
- ვინც წამომყვება.

_
გვანცამ ეკას გადაურეკა და ირაკლიმ უპასუხა.
- შენ და ეკა სადღაც ვერ წამომყვებით?
- სად?
- დაბადების დღეეზე.
- ვისი?
- ერი მეგობრის.
- მაინც?
- კახას.
- მარტო მე რომ წამოვიდე?
- აუ არა, შარი არ გვინდა!
- ეკას მაგივრად სალი რომ წავიყვანოთ?
- ეკას გარეშე მეც არ წავალ.
მერე ეკას დაელაპარაკა.
- კარგი, წამოვალ, - უთხრა ეკამ, არც უკითხავს, სად.
მარშრუტკიდან რომ გადმოვიდნენ, სწორედ მაშინ ჩაქრა კორპუსში შუქები.
- თარსი სტუმრები მოვიდნენ! - თქვა გვანცამ.
კარები კახას დედამ გაუღო. ეჭვისთვალით შეათვალიერა გვანცას უკან მდგარი ეკა და ირაკლი.
- ჩემი მეგობრები არიან, - თქვა გვანცამ.

-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები