 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 18 ივნისი, 2025 |
შუა ლექციის დროს შემოყო თავი და ლექტორი გაიხმო. აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოდგა. მერე უსიამოვნო ხმა გავიგე. მეგონა, რომელიმე იდიოტმა პატარა საახალწლო მაშხალა ააფეთქა და თურმე იმ წვერგაუპარსავს უსვრია ლექტორისთვის. იცით, როგორ გამოიყურებოდა? გაბანჯგვლული კისერი და ყელი ჰქონდა, სახეზეც კარგა გრძელი წვერი ჩამოზრდოდა - თავი რომ შემოყო, მაშინვე შევამჩნიე და ზიზღი მომგვარა. პირველად ვნახე ადამიანს ასე ნათლად რომ აჩნდეს, რისი გამკეთებელია. ჰაბიტუსი, როგორც აბრა, ზედ მიწერილი გაფრთხილებით: "ჩემგან კარგს არაფერს ელოდო", ნამდვილად ააშკარავებდა ამ კაცის დეგრადირებულ პიროვნებას (თუკი ოდესმე იყო მაინც პიროვნება), თითქოს მისმა თავმოუვლელობამ გათქვა ჩუმი და ბოროტი განზრახვები; თითქოს მიმანიშნა, რომ ამ კაცისთვის უცხო უნდა ყოფილიყო სისპეტაკე, კეთისინდისიერება და არ უნდა ჰქონოდა სუფთა გული, რაც, ჩემი წარმოდგენით, კეთილშობილ ადამიანებს ახასიათებთ. ლექტორი მოკლა. სისხლის გუბეში ჩაწოლილი დატოვა ქალი და გაიქცა. ახლო ნაცნობობა არ მქონდა იმ ქალთან. თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობ არაფამილარულ ურთიერთობებში, ამიტომ ფორმალობების მოყვარული ვარ და ლექტორთანაც მაქსიმალურ დისტანციას ვინარჩუნებდი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, დამენახა, რომ ჩემი ლექტორი უზღვავ თავდაჯერებას აფრქვევდა, მყარი ღირებულებათა სისტემა ჰქონდა და სხვა ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, შეუბოჭავი და თავისუფალი იყო, მართლა ბოლომდე ღია ნებისმიერი სიახლისთვისა თუ უჩვეულობისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ახალი ეპოქის, ახალი სულიერი და პიროვნული ორიენტაციის ადამიანი სწორედ მისნაირი უნდა ყოფილიყო: ვისაც შეუძლია პატივი სცეს ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებებს. იმდენად ჭარბი დადებითი ენერგიები მოედინებოდა მისგან, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი, მტრები თუ ეყოლებოდა. მე კი იმ კაცში ამოვიცანი ზიზღისმომგვრელი ბოროტება და არაფერი გავაკეთე. ყურადღებაც არ მიმიქცევია მაშინ გაჩენილი წინათგრძნობისთვის. იმიტომ, რომ საკუთარ თავს ყოველთვის იმაზე გვიან ვუსმენ, ვიდრე საჭიროა. ლექტორი ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო აუდიტორიაში და ლექცია გაეგრძელებინა, ღამეული კოშმარივით უგულისყუროდ მივივიწყებდი ყველა უსიამო მინიშნებას, აღარასდროს დავფიქრდებოდი იმაზე, ნამდვილად ეტყობოდა თუ არა კაცს, რომ ვინმეს მოკვლა შეეძლო... გულწრფელი რომ ვიყო, პეპლის ეფექტით რაც არ უნდა საუკეთესო ვარიანტი შევარჩიო ამ თავზარდამცემი ამბის სხვაგვარი სცენარით გასავითარებლად, უნდა ვაღიარო, რომ მაინც ვერ გადავარჩენდი ჩემს ლექტორს, რადგან შემეშინდებოდა, არ გავტოკდებოდი, ვერაფერს ვიზამდი. მე ქვეშაფსია ლაჩარი ვარ. მთელი დღე გამაწვალა მკვლელობის გამო გადატანილმა შოკმა და დანაშაულის შეგრძნებამ. რაკი ამის გაძლება არ შემეძლო, სახლში რომ მივედი, ოჯახის წევრებს ვთხოვე, ცოტა დაგველია. ყველა დაფაცურდა. საღამოსთვის ისედაც ჰქონდა გემრიელი საჭმელები გამზადებული დედაჩემს, მაგრამ მოინდომა, ბარემ მთელი ოჯახი შევკრებილიყავით და დიდი ლხინი მოგვეწყო. ამიტომ ბებიასთან ერთად შეუდგა დამატებითი კერძების მომზადებასა და ხაჭაპურების ცხობას. მამამ მაშინვე მობილური მოიმარჯვა და ჩემს დას დაურეკა, უფროსწორად სიძეს და ისინიც დაპატიჟა. კაცები კაცებთან უნდა აგვარებდნენო საქმეებს - ასე უთხრა დედაჩემს, რომელმაც უსაყვედურა საკუთარი შვილისთვის რომ დაგერეკა, კი არ შეგჭამდაო. მე, რა თქმა უნდა, ბებიაჩემის დაყენებულ საშობაოს მივაშურე, დიდი ჭურჭლიდან ჩამოვასხი ულამაზეს, გამჭირვალე შუშის დოქში და ცარიელი სუფრის შუაგულში დავდგი. მერე სავარძელში მოვთავსდი, რომ აფუსფუსებულ ოჯახს დავლოდებოდი და მართალია, არ ვიცოდი რამდენ ხანს გასტანდა ლოდინი, გადავწყვიტე, მთელი ეს დრო სხვებისგან მალულად გამომეხრა თავი და ბოლო ზღვრამდე მიმეყვანა სულის ფორიაქი. როგორ ვგავდით მე და საშობაო ერთანეთს. ის ნათურისგან შუქფენილი და მუქ შვინდისფრად მოელვარე მარტოდმარტო იდგა დიდ მაგიდაზე, მე კი - დარდისგან სახემოქუფრული, ოჯახის საერთო წყობიდან ამოვარდნილი, ეული ვესვენე ფართო სავარძელში და იმედი არ მქონდა, რომ ვინმეს გამოვძებნიდი, მწუხარება რომ მისთვის გამეზიარებინა და მძიმე ფიქრებისგან გავთავისუფლებულიყავი. ჩამთვლიმა. როცა გამაღვიძეს, ჩემი და უკვე მოსულიყო ქმართან და შვილებთან ერთად, ყველანი მაგიდის გარშემო ისხდნენ. - მოდი, გიორგი, შენს ლოდინში ნერწყვით აგვევსო პირი. - სუფრასთან ეგ რომ არ ახსენო, არ შეგიძლია? - დედამ ზიზღით შეუბღვირა მამაჩემს; - მოდი, შვილო, შენ გელოდებით, რომ ჭამა დავიწყოთ. კიდევ კარგი, ასეთ სიტუაციებში მაინც შემიძლია, რომ თავი ვიგრძნო რაღაც ჩემზე დიდის ნაწილად. საღამო ლაღად წარიმართა. ვსვამდი და ვთვრებოდი, ვიღიმოდი და ნაღველს ვფარავდი, ვლპარაკობდი დანარჩენების გასაცინებლად და თანდათან მავიწყდებოდა, რატომ მოვინდომე ალკოჰოლის მიღება. - ახლა დროა, რომ ყველამ ერთად თავი გავიგიჟოთ! - ჭიქის გამოცლისთანავე შევძახე გავარვარებულ ყელში ახმიანებული მსუყე ხმით და თვალი მოვატარე ირგვლივ მყოფებს; - ბებო, შენი მოქნილობის და ენერგიულობის ნახვა ისე მინდა, როგორც არასდროს და ამიტომ, ამჯერად უარი არ უნდა მითხრა; - ისე დამაჯერებლად გამომივიდა, რომ ბებიაჩემის დათანხმება შევძელი. ჩემი დიშვილების მკლავებს ჩავაფრინდი, ენერგიულად მოვქაჩე და სიმთვრალის გამო ოდნავ ძალადობირივი გამომივიდა მათი სკამებიდან წამოყენება, მაგრამ ყველას ესმოდა ჩემი, არავის გაუპროტესტებია ცხოველივით რომ ვიქცეოდი. მე ხომ ამდენი დავლიე და მიჭირდა ძალის მოზომვა... დანარჩენიბიც ხალისით შემოგვიერთდნენ, მხოლოდ ბებიაჩემი წუწუნებდა სიბერესა და ამისთანა რაღაცებზე. წრეზე დავდექით. მე ცენტრში გადავინაცვლე და იქიდან შევეცადე თამაშის წესების ახსნას: - ე.ი. რასაც ვიტყვი და გავაკეთებ, თქვენც იგივეს იმეორებთ. ოღონდ მას შემდეგ, როცა მე დავასრულებ. იგივე სიტყვები, იგივე მოძრაობები, იგივე ტონალობა! გასაგებია? ყველამ გაიგო. -ო აი ჩიჩი; - მარჯვენა ხელი ავწიე, საჩვენებელი თითის გარდა სხვა თითები მოვხარე და ეს ჰაერში აღმართული, ზედ ბეჭედწამოცმული თითი წრიულად დავატრიალე. დაველოდე, ისინი როდის იტყოდნენ და გაიმეორებდნენ. - ჩიჩი კორე; - მარჯვენა ხელი კვლავ იგივე პოზაში მქონდა, მაგრამ ახლა მარცენა ხელიც მივაშველე და ისევ წრიულად დავატრიალე საჩვენებელი თითი. მათ სიცილ-კისკისით გაიმეორეს. - ჩი კო რისა! - ორივე ხელი დავატრიალე და მერე ტაში შემოვკარი. კვლავ უშეცდომოდ გაიმეორეს. - ა რისა რისა მანგა; - ხელები ჩამოვუშვი და თეძოები სექსუალურად ავამოძრავე. ყველას სიცილი წასკდა. უფრო მეტად იმაზე გაეცინათ, რომ წარმოიდგინეს ამას როგორ გააკეთებდენ თვითონ და მერე სასმლისგან გათამამებულებმა ესეც უყოყმანოდ გაიმეორეს. თუმცა, ბებიაჩემს გაუჭირდა მოქნილი ჩატეხვების შესრულება. - სან სიმანგა - ორივე ხელი მარცხნივ გავაცურე, თითქოს რაღაც სალოლიავები გადავაადგილე. და მათაც გაიმეორეს. - სიმანგა; - იგივე მოძრაობა, ამჯერად მარჯვნივ. კიდევ ორჯერ დავაძახებინე სიმანგა, ორჯერ გავაკეთებინე ბოლო მოძრაობა და როცა ყველას სახეზე კმაყოფილება, სიმორცხვეზე გამარჯვებისგან მოზღვავებული ადრენალინი ამოვიკითხე, შვებით ამოვისუნთქე. მიხაროდა, რომ გამომივიდა მათი გამხიარულება. თამაშის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მეორედ ჩურჩულით აკეთებ ამ ყველაფერს, მესამედ კი - იოგების ჩაწყვეტამდე ხმამაღალი ყვირილით. ღრიალს მეტი სიმძაფრე მოაქვს, სახესაც მეტი თეატრალურობით გამანჭვინებს... ისე გამოვიდა, რომ ბოლოს ერთმანეთის გადმოკარკლულ თვალებზე, შეშლილ გამომეტყველებაზე და განწირულ ყვირილზე ვბჟირდებოდით სიცილისგან. - ვინმემ მუცელი დამიჭირეთ; - უკვე მეათედ მაინც იხვეწებოდა ჩემი სიძე და თან ბებიაჩემს დასცინოდა, ეს რა დავინახეო. მარტო ის კი არა, ყველა ბებიაჩემს დავცინოდით. იმიტომ, რომ ამ თამაშის ნამდვილი ვარსკვლავი აღმოჩნდა. შემდეგ დაღლილები ისევ მაგიდას მივუსხედით. კიდევ ერთი სადღეგრძელო მივუძღვენით ჩვენს ვარსკვლავ ქალბატონს, ბებიაჩემს, და სასმელს სულმოუთქმელად დავეწაფეთ. იმ ჭიქის მერე რა ხდებოდა, ბუნდოვნად მახსოვს. შემომრჩა მხოლოდ ერთი მომენტი, რომლის სრული კონტექსტი ვერაფრით აღვიდგინე, მაგრამ მაშინ იმდენად ძლიერ მომეფხორჭნა სული, განწირული ვიყავი, რომ ამას ვერ დავივიწყებდი. მახსოვს, რომ ბებიაჩემმა ტელევიზორის ყურება მოინდომა. ახალი ამბები თუ არ მოვისმინე, ისე რა დამაძინებსო. ჰოდა, რომელიღაც საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა გამოაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. ჩემი უნივერსიტეტის სახელმაც გაიჟღერა და წამის მეასედში გადაიძრო მუმიასავით ნიღბებით შეძონძილმა სასოწარკვეთილებამ ყველა ქარაგმა, მანამდე რომ თავგზას უბნევდა ფიქრებს ჩემს ცნობიერებამდე ჩახერგილი გზების გამოსავლელად. - ვაიმე, დედი, შენ მოგიკვდეს ლამარა. ნეტავ, არასდროს გადაყროდი მაგ პირუტყვსა; - ძლივს წაილუღლუღა ბებიაჩემმა და ხმამაღლა აქვითინდა. მე კი გული მომეწურა. თავი ასმაგად და ათასმაგად დამნაშავედ ვიგრძენი. მეტკინა, რომ შევძელი და უმტკივნეულოდ დავივიწყე ყველაფერი. ლაჩარი ვიყავი, სრულყოფილი, სრულქმნილი, იდეალური ლაჩარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ყველაფერი მათქმევინეთ... და თან ფურცელზე გარკვევით, რომ შეძელით ყველაფრის დაწერა, ეს ნიშნავს,-თქვენ პრობლემა მთლიანად გადაჭრილი გაქვთ. მადლობა ყურადღებისათვის. ყველაფერი მათქმევინეთ... და თან ფურცელზე გარკვევით, რომ შეძელით ყველაფრის დაწერა, ეს ნიშნავს,-თქვენ პრობლემა მთლიანად გადაჭრილი გაქვთ. მადლობა ყურადღებისათვის.
2. მართალი ბრძანდებით. ყოფილმა რომ ქალი შუა ლექციის დროს გარეთ გაიყვანა და მოკლა, ეს ნამდვილი ამაბავია. თუმცა, მე მხოლოდ გაგონილი მქონდა და არავითარი პირადი შეხება ამასთან არ მქონია. მგონი, ჩანახატშიც იგრძნობა ერთგვარი შეგუება მოცემულობის მიმართ. აქცენტი დასმულია არა მკვლელობაზე, არამედ გიორგის უაღრესად სუბიექტურ დამოკიდებულობაზე. იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს, საიდან საზრდოობს მისი პოზიცია, როგორ ერწყმის და ექსოვება მანამდე უკვე არსებულ ტრავმატულ ხალიჩას. პირადად ჩემთვის, საინტერესოა, გიორგისთვის რომ მეთხოვა, პერსონაჟები დამიხასიათე და მითხარი მათგან რა ვაიბები მოდის-მეთქი, რას მეტყოდა. ფაქტია, მხოლოდ მკვლელის შესახებ ლაპარაკობს და ისიც ფაქტია, რომ ადამიანების გარეგნობასა და ქცევებზე დაკვირვებით გარკვეული მინიშნებების წაკითხვაც უყვარს, ან შესაძლოა თვითონ ქმნის პარალელებსა და ასოციაციებს, რასაც შემდგომში წინათგრძნობასა და წინსწრებით რაღაცის მიხვედრას უწოდებს. ამას რა მნიშვნელობა აქვს... მე მაინტერესებს, რატომ არიდებს თავს, ამგვარადვე გაანალიზოს ოჯახის წევრები. რატომ აიგნორებს მამამისის რეპლიკას, რომ კაცები კაცებთან უნდა აგვარებდნენ საქმეს ან რატომ არ ამბობს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც ჭამის დროს ნერწყვის შესახებ საუბრობს? მან ხომ რუდუნებით აგვიხსნა იმ წვერგაუპარსავ კაცში რა ენიშნა არასასიამოვნო? ჰოდა, ნუ არის ჩუმად, ნუ არის შერჩევითი ამ ჩანახატის პერსონაჟების მიმართ. შევეცადე, გამომოეჩხრიკა გადაკვეთის წერტილი, რომელიც საერთოა მკვლელობისთვისაც, გიორგის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვისაც და იმ გათამაშებული სპექტაკლისთვისაც, რაც ამ მომცრო ტექსტში ვიხილეთ და, სამწუხაროდ, ყველაფერი ხელის გულზე დადებული კი არა, ჩემთვის გასაგებიც კი არ გამომივიდა. ყველაფერი, რაც აქ წერია, საერთოდ ყველა ამბავი (არეულად თუ მწყობრად მოყოლილი), ნაძვის ხის მოკაზმულობასავითაა. უბრალოდ ასეა საჭირო. უნდა მორთო ნაძვის ხე. სხვა კი არაფერია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ფემიციდი ისე კი არ არის განხილული (ღმერთო, რა განხილვა, რის განხილვა დდდ გადაჭარბებით ვწერ ამ სიტყვას), როგორც პრობლემა, არამედ როგორც ყოველდღიურობის შემადგენელი ერთი არაფრით გამორჩეული კომპონენტი. რუტინის მცირედი ნაწილი. მშრალი ფაქტი. ვითომ კარტოფილი შეწვი და შეჭამე. დაახლოებით ამ დონეზე ჩვეულებრივი, ანუ! მაგრამ სწორედ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანები ან დიდმანები შეეხებიან ხოლმე ჩვენს მიძინებულ, ინერციას მინდობილ შინაგან ზემატერიალურს და მერე ფსიქიკა გვერყევა. მერე იღვიძებს დიდი სევდა, მერე ფუხფუხს იწყებს სულის დასარქველებული წუმპე - მყრალი და საზიზღარი... აი, ამაზე მინდოდა, დამეწერა და არ გამომივიდა. საერთოდაც, რასაც ვწერ, ექსპერიმენტებია, სიტყვებით გასართობი თამაში, მუზის თანაავტორობის ჟამს კი უფრო სახალისო ხდება და ასოციაციებით ჟონგლიორობად გადაიქცევა ხოლმე. ეს ყველაფერი ზოგჯერ მეტისმეტად სულელურია, ზოგჯერ - ღირებული აბდაუბდა. პერსონაჟებს იშვიათად ვქმნი იმისთვის, რომ უყვარდეთ, თანაუგრძნობდნენ და ა. შ. მიზანი მათდამი სიძულვილის გაჩენაა. ზოგადად, მეთვითონაც ზიზღით მოცული ვწერ, ამით ვერთობი და ვთამაშობ. უბრალოდ ამჯერად ეს თამაში მხოლოდ გიორგის არ ეხება, მისი მნიშვნელოვანება იმაზე მეტს არ წარმოადგენს, ვიდრე ტექსტში ავტორის პროექციას, რომელსაც საკუთარი სილაჩრის აღიარება შეუძლია, მაგრამ არ უნდა, რომ ლაჩარი იყოს. ამ თამაშში ვერთვებით, რათა მოჩვენებითობას, რომელსაც ცხოვრების ორომტრიალში ბუნებრივი გადარჩევის საწინაღმდეგოდ ფარად ავიფარებთ ხოლმე, პირისპირ შევეჯახოთ. ისევ გავიმეორებ: მკვლელობის დასაგმობად ან ამაზე საქვითინოდ არ გავრჯილვარ. ჩემი აზრით, გიორგისთვის სწორედ ის მოკლეს, რაც მოსწონდა და რასაც აფასებდა. ეს ეტკინა. ამიტომ გააწვალა მკვლელობაზე ფიქრმა. სულაც არ ცდილობს დაიბრალოს ემპათიურობა, პირიქით, ამაშიც გულის რევამდე სიწრფელით აშიშვლებს საკუთარ ეგოიზმს. გვეუბნება, რომ ცუდად არის, ლექტორის მკვლელობამ გახადა ცუდად, მაგრამ ეს არ ადარდებს. რაღაც უფრო მიჩქმალულს, ღრმად შეფენილ ჭრილობებს გადაეჭდო ეს ამბავი და ამაზე ფიქრსაც ისევე არიდებს თავს, როგორც ოჯახის წევრების განსჯას. როცა აღმოაჩენს, რომ თურმე დაავიწყდა ყველაფერი, რამაც ააფორიაქა, ხვდება, რომ საკუთარ თავს უღალატა, იმ ძალიან ინტიმურ და შეუცნობელ, ყრუ ტკივილს უღალატა, რომელიც, მართალია, არ გაუცნობიერებია, მაგრამ სანამ განიცდიდა, თავს განკურნებულად გრძნობდა. უფრო სწორად ხელთ ჰქონდა რაღაც ყველაზე ნამდვილი, უტყუარი, მაგრამ ამასთან ერთად შემაწუხებელი და დისკომფორტულიც.
მუხა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა! არამარტო წაკითხვისთვის და გულთბილი, გამამხნევებელი კომენტარისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ თქვენი კომენტარის საპასუხოდ ეს ყველაფერი მათქმევინეთ. დავიცალე და თანაც როგორ! მად - ლო - ბა ! მართალი ბრძანდებით. ყოფილმა რომ ქალი შუა ლექციის დროს გარეთ გაიყვანა და მოკლა, ეს ნამდვილი ამაბავია. თუმცა, მე მხოლოდ გაგონილი მქონდა და არავითარი პირადი შეხება ამასთან არ მქონია. მგონი, ჩანახატშიც იგრძნობა ერთგვარი შეგუება მოცემულობის მიმართ. აქცენტი დასმულია არა მკვლელობაზე, არამედ გიორგის უაღრესად სუბიექტურ დამოკიდებულობაზე. იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს, საიდან საზრდოობს მისი პოზიცია, როგორ ერწყმის და ექსოვება მანამდე უკვე არსებულ ტრავმატულ ხალიჩას. პირადად ჩემთვის, საინტერესოა, გიორგისთვის რომ მეთხოვა, პერსონაჟები დამიხასიათე და მითხარი მათგან რა ვაიბები მოდის-მეთქი, რას მეტყოდა. ფაქტია, მხოლოდ მკვლელის შესახებ ლაპარაკობს და ისიც ფაქტია, რომ ადამიანების გარეგნობასა და ქცევებზე დაკვირვებით გარკვეული მინიშნებების წაკითხვაც უყვარს, ან შესაძლოა თვითონ ქმნის პარალელებსა და ასოციაციებს, რასაც შემდგომში წინათგრძნობასა და წინსწრებით რაღაცის მიხვედრას უწოდებს. ამას რა მნიშვნელობა აქვს... მე მაინტერესებს, რატომ არიდებს თავს, ამგვარადვე გაანალიზოს ოჯახის წევრები. რატომ აიგნორებს მამამისის რეპლიკას, რომ კაცები კაცებთან უნდა აგვარებდნენ საქმეს ან რატომ არ ამბობს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც ჭამის დროს ნერწყვის შესახებ საუბრობს? მან ხომ რუდუნებით აგვიხსნა იმ წვერგაუპარსავ კაცში რა ენიშნა არასასიამოვნო? ჰოდა, ნუ არის ჩუმად, ნუ არის შერჩევითი ამ ჩანახატის პერსონაჟების მიმართ. შევეცადე, გამომოეჩხრიკა გადაკვეთის წერტილი, რომელიც საერთოა მკვლელობისთვისაც, გიორგის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვისაც და იმ გათამაშებული სპექტაკლისთვისაც, რაც ამ მომცრო ტექსტში ვიხილეთ და, სამწუხაროდ, ყველაფერი ხელის გულზე დადებული კი არა, ჩემთვის გასაგებიც კი არ გამომივიდა. ყველაფერი, რაც აქ წერია, საერთოდ ყველა ამბავი (არეულად თუ მწყობრად მოყოლილი), ნაძვის ხის მოკაზმულობასავითაა. უბრალოდ ასეა საჭირო. უნდა მორთო ნაძვის ხე. სხვა კი არაფერია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ფემიციდი ისე კი არ არის განხილული (ღმერთო, რა განხილვა, რის განხილვა დდდ გადაჭარბებით ვწერ ამ სიტყვას), როგორც პრობლემა, არამედ როგორც ყოველდღიურობის შემადგენელი ერთი არაფრით გამორჩეული კომპონენტი. რუტინის მცირედი ნაწილი. მშრალი ფაქტი. ვითომ კარტოფილი შეწვი და შეჭამე. დაახლოებით ამ დონეზე ჩვეულებრივი, ანუ! მაგრამ სწორედ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანები ან დიდმანები შეეხებიან ხოლმე ჩვენს მიძინებულ, ინერციას მინდობილ შინაგან ზემატერიალურს და მერე ფსიქიკა გვერყევა. მერე იღვიძებს დიდი სევდა, მერე ფუხფუხს იწყებს სულის დასარქველებული წუმპე - მყრალი და საზიზღარი... აი, ამაზე მინდოდა, დამეწერა და არ გამომივიდა. საერთოდაც, რასაც ვწერ, ექსპერიმენტებია, სიტყვებით გასართობი თამაში, მუზის თანაავტორობის ჟამს კი უფრო სახალისო ხდება და ასოციაციებით ჟონგლიორობად გადაიქცევა ხოლმე. ეს ყველაფერი ზოგჯერ მეტისმეტად სულელურია, ზოგჯერ - ღირებული აბდაუბდა. პერსონაჟებს იშვიათად ვქმნი იმისთვის, რომ უყვარდეთ, თანაუგრძნობდნენ და ა. შ. მიზანი მათდამი სიძულვილის გაჩენაა. ზოგადად, მეთვითონაც ზიზღით მოცული ვწერ, ამით ვერთობი და ვთამაშობ. უბრალოდ ამჯერად ეს თამაში მხოლოდ გიორგის არ ეხება, მისი მნიშვნელოვანება იმაზე მეტს არ წარმოადგენს, ვიდრე ტექსტში ავტორის პროექციას, რომელსაც საკუთარი სილაჩრის აღიარება შეუძლია, მაგრამ არ უნდა, რომ ლაჩარი იყოს. ამ თამაშში ვერთვებით, რათა მოჩვენებითობას, რომელსაც ცხოვრების ორომტრიალში ბუნებრივი გადარჩევის საწინაღმდეგოდ ფარად ავიფარებთ ხოლმე, პირისპირ შევეჯახოთ. ისევ გავიმეორებ: მკვლელობის დასაგმობად ან ამაზე საქვითინოდ არ გავრჯილვარ. ჩემი აზრით, გიორგისთვის სწორედ ის მოკლეს, რაც მოსწონდა და რასაც აფასებდა. ეს ეტკინა. ამიტომ გააწვალა მკვლელობაზე ფიქრმა. სულაც არ ცდილობს დაიბრალოს ემპათიურობა, პირიქით, ამაშიც გულის რევამდე სიწრფელით აშიშვლებს საკუთარ ეგოიზმს. გვეუბნება, რომ ცუდად არის, ლექტორის მკვლელობამ გახადა ცუდად, მაგრამ ეს არ ადარდებს. რაღაც უფრო მიჩქმალულს, ღრმად შეფენილ ჭრილობებს გადაეჭდო ეს ამბავი და ამაზე ფიქრსაც ისევე არიდებს თავს, როგორც ოჯახის წევრების განსჯას. როცა აღმოაჩენს, რომ თურმე დაავიწყდა ყველაფერი, რამაც ააფორიაქა, ხვდება, რომ საკუთარ თავს უღალატა, იმ ძალიან ინტიმურ და შეუცნობელ, ყრუ ტკივილს უღალატა, რომელიც, მართალია, არ გაუცნობიერებია, მაგრამ სანამ განიცდიდა, თავს განკურნებულად გრძნობდა. უფრო სწორად ხელთ ჰქონდა რაღაც ყველაზე ნამდვილი, უტყუარი, მაგრამ ამასთან ერთად შემაწუხებელი და დისკომფორტულიც.
მუხა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა! არამარტო წაკითხვისთვის და გულთბილი, გამამხნევებელი კომენტარისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ თქვენი კომენტარის საპასუხოდ ეს ყველაფერი მათქმევინეთ. დავიცალე და თანაც როგორ! მად - ლო - ბა !
1. ნამდვილად მოხდა ეს ამბავი ერთ-ერთ უნივერსიტეტში., წერ- ბებიამ რო მოისმინა აქვითინდა , მე დამნაშავე ვარ , უმტკივნეულოდ დავივიწყე, ლაჩარი ვიყავიო. ასე არ არის სიბერე ჭკუას კიარ გვასწავლის გამოცდილებას იძენს ადამიანი.ამიტომ ატირდა ბებია,- შენ ახალგაზრდა, მხიარული, აჩქარებული აზროვნების, სუპერ-აქტიური იყავი , თან სასმელი მიაყოლე და გადაგიარა, ამიტომ ნუ იქნები საკუთარი თAვისადმი მკაცრი, სიკეთე და ადამიანობა რომ აქ ქონდეს გულში არც ახლა დაწერდი და არც მოინანიებდი. ნამდვილად მოხდა ეს ამბავი ერთ-ერთ უნივერსიტეტში., წერ- ბებიამ რო მოისმინა აქვითინდა , მე დამნაშავე ვარ , უმტკივნეულოდ დავივიწყე, ლაჩარი ვიყავიო. ასე არ არის სიბერე ჭკუას კიარ გვასწავლის გამოცდილებას იძენს ადამიანი.ამიტომ ატირდა ბებია,- შენ ახალგაზრდა, მხიარული, აჩქარებული აზროვნების, სუპერ-აქტიური იყავი , თან სასმელი მიაყოლე და გადაგიარა, ამიტომ ნუ იქნები საკუთარი თAვისადმი მკაცრი, სიკეთე და ადამიანობა რომ აქ ქონდეს გულში არც ახლა დაწერდი და არც მოინანიებდი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|