 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2025 |
ჰგვანან უშორეს ჰორიზონტებს ჩვენი ხილვები, სულზე დამიდის ეგ თვალები ნისლის ღვარებად მე ვიხუჭები მაშინ, როცა შენ იხილები და შენ თუ არა, არც არავინ არ მეყვარება .
ის, რაც სულშია, წვიმა დაწერს, ქარი ამოთქვამს, უხმო სონატებს დაემსგავსნენ ჩვენი წიგნები, სულის კივილმა გულის ფანჯრის მინა დაორთქლა, ეს სწორედ შენ ხარ, ყველა ცდით და ყველა მიგნებით.
ეს სწორედ შენ ხარ, ნაზამთრალი გულით მომენდე, ძველი მითები კი არ ტყდება უფრო, მყარდება, თითო ღიმილი თითო იმედს უნდა მონებდეს და შენ თუ არა, არც არავინ არ მეყვარება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა კარგი, სიყვარულიან, მოფერებითი ლექსი. რა კარგი, სიყვარულიან, მოფერებითი ლექსი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|