 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 ივნისი, 2025 |
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა Lali Goguadze ამირან გომართელი
ნინო დარბაისელი სტრონი
ამირან გომართელი - “დაფარულსა გავაცხადებ”
(გამოხმაურება)
აი, კიდევ ერთხელ, დავასრულე ფაილის კითხვა და ვიგრძენი, რა მადლიერი ვარ იმ მეგობრებისა, როგორ წრფელად მიყვარს ისინი, ჩემთვის საკუთარი რაიმე ახალი გამოცემის ‘პდფ“-ისგამოგზავნას რომ არ იზარებენ. ამასობაში მთელი ქართული თანამედროვე კულტურისა და აზროვნების „ფაილოტეკა“ მომიგროვდა. ჩამოვთვლიდი, მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება. ამჯერად კი ამირან გომართელის ახალ წიგნს ვგულისხმობ, სათაურით - “დაფარულსა გავაცხადებ”’ (გამ. ‘ უნივერსალი, თბ. 2025) ვერ ვიტყოდი, რომ მასში გაერთიანებულ გამოკვლევებს ახლა პირველად გავეცანი. მაგრამ წიგნად შეკრული მაინც რაღაც სხვა, - მთლიანობის განცდას აღმიძრავს. ბესიკ ხარანაულს აქვს ერთი ლექსი ,,ვერ გავიგეთ ეს ანბანი, მეცხრამეტე საუკუნე’. ამირან გომართელის ამ ახალი წიგნის რეალურად დისტანცირებული, მაგრამ ვირტუალურად ახლო და ახალი შთაბეჭდილებით განმსჭვალულს მეუფლება ფიქრი, რომ პირადად არა მხოლოდ მეცხრამეტე, არამედ მეოცე საუკუნის ანბანიც გასაგები მქონია. და იქნებ ამ მხრივ მარტო სულაც არა ვარ. სათითაოდ შეიძლება ამ გამოკვლევებზე საუბარი და დარწმუნებული ვარ, ქართული კრიტიკული აზრი ცხოველი ყურადღების გარეშე უჩემოდაც არ დატოვებს ამ, ქართული ლიტერატურული კულტურის გულშემატკივართა, მეტადრე სკოლის ქართულის მასწავლებლებისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჭირო გამოცემას, მე კი ამას-ღა დავიტოვებ წინასწარ სათქმელად: ეს წიგნი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამირან გომართელი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენს ქართველ მკითხველს საკუთარ ნააზრევს, თუ რაიმე, ხედვის ახალი კუთხე, ახალი და მოულოდნელი აქცენტები ეგულება. მისი წერის მანერისათვის არ არის დამახასიათებელი ჭარბი გატაცება უცხოური ტერმინოლოგიით, რაც უკურნელ სენად გვექცა ქართველებს; მეტყველებს შესაშურად სადა ქართულით და გარიდებულია დაყენებას ტერმინოლოგიური ბუქისა, გონებაში რომ დაჯდება და დარწმუნდები, ბუქს შეფარებული მსჯელობა არცთუ იშვიათად - ტრივიალურზე ტრივიალურია. ამ სტრიქონების წამკითხავს, ვფიქრობ, აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, ვიზიარებ თუ არა, პირადად წიგნში გადმოცემულ მის ყველა დებულებას. დავაკმაყოფილებ ამ ცნობისმოყვარეობას და ვუპასუხებ, რომ ამირან გომართელმა, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ლექტორმა მეც და სხვებიც თავიდანვე დაგვაჩვია საკითხის განხილვისას , საკუთარი დასკვნების წარმოდგენამდე, თანა-ფიქრის შეუზღუდაობას, თავისებურ ღიაობას, რომელიც შენ, მკითხველსა თუ მსმენელს პასიური აღმქმნელის პოზიციაში კი არ გტოვებს, არამედ შენგან მუდმივ თანა-აზროვნებას მოითხოვს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ეს ყველაფერი კომუნისტების დროს, იდეოლოგიური შეზღუდულობის პირობებში ჩვენთვის, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჟანგბადივით იყო, ადვილი გასაგები გახდება, რატომ მეძვირფასება მისი ყოველი ახალი ნააზრევი, რატომ მოველი და მოველი. სიტყვას არარ გავაგრძელებ, რადგან ვვარაუდობ, რომ წიგნი უკვე გამოსულია, იყიდება და ქართველ მკითხველს ჩემი შორიდან შუამავლობის გარეშეც ელის ახალი ან კიდევ ერთი საინტერესო, მოულოდნელობებით გაჯერებელი შეხვედრა თავის რჩეულ ავტორთან.
დოქტორი ნინო დარბაისელი სტრონი აშშ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მუხა! სიამოვნებით შევასრულებდი შენს სურვილს, მაგრამ ეს მცირე ტექსტი ჟანრობრივად - ანონსურ რევიუს (გამოხმაურებას) მიეკუთვნება. ჩემთვის არაა ცნობილი, რა აქვს ჩაფიქრებული ან გამომცემლობას ან ავტორს. ფეისზე ავტორისეული წინასიტყვაობის ფოტოები კი დავდე და არა უშავს, იკითხება. კითხვისას რამდენიმე იდეა, ცხადია, დამებადებოდა კითხვისას. ერთს წინასწარ გაგიზიარებ: როცა მოვიცლი, მინდა დავწერო პატარა გალაკტიონოლოგიური ოპუსი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ენის მეტყველებითი კლიშე მეორე ენის პოეზიაში ორიგინალურ მეტაფორად აღიქმებოდეს, ცხადია, გალაკტიონის მაგალითზე.
მადლობა მუხა! სიამოვნებით შევასრულებდი შენს სურვილს, მაგრამ ეს მცირე ტექსტი ჟანრობრივად - ანონსურ რევიუს (გამოხმაურებას) მიეკუთვნება. ჩემთვის არაა ცნობილი, რა აქვს ჩაფიქრებული ან გამომცემლობას ან ავტორს. ფეისზე ავტორისეული წინასიტყვაობის ფოტოები კი დავდე და არა უშავს, იკითხება. კითხვისას რამდენიმე იდეა, ცხადია, დამებადებოდა კითხვისას. ერთს წინასწარ გაგიზიარებ: როცა მოვიცლი, მინდა დავწერო პატარა გალაკტიონოლოგიური ოპუსი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ენის მეტყველებითი კლიშე მეორე ენის პოეზიაში ორიგინალურ მეტაფორად აღიქმებოდეს, ცხადია, გალაკტიონის მაგალითზე.
2. გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“. ვისაც პირობები გაინტერესებთ, შეხვალთ ფორუმზე კონკურსებში და გაეცნობით. წარმატებას გისურვებთ!
გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“. ვისაც პირობები გაინტერესებთ, შეხვალთ ფორუმზე კონკურსებში და გაეცნობით. წარმატებას გისურვებთ!
1. ჭარბი გატაცება უცხოური ტერმინოლოგიით, რაც უკურნელ სენად გვექცა ქართველებს, მართლადაც სენია.
ამირან გომართელის - "დაფარულსა გავაცხადებ" წიგნის შესახებ მეტი მოცულობის ინფორმაციის მოწოდება აქვე შეიძლებოდა.
ჭარბი გატაცება უცხოური ტერმინოლოგიით, რაც უკურნელ სენად გვექცა ქართველებს, მართლადაც სენია.
ამირან გომართელის - "დაფარულსა გავაცხადებ" წიგნის შესახებ მეტი მოცულობის ინფორმაციის მოწოდება აქვე შეიძლებოდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|