ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2025


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXXXIII)



- ნათანაელ? - მოხუცის მიერ ჩასობილ ხმალს ხელი მოკიდა და ბორძიკ-ბორძიკით უკან დაიხია. ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. დაჭრილი მილდადი ნათანაელის წინ ჩაიმუხლა და ნელ-ნელა გვერდით გადავარდა. ნათანაელმა ის სიცოცხლეს გამოასლმა. ნანახით შეცბუნებულმა თადეოზმა და დამიანემ ერთმანეთს უმეტყველო თვალებით გადახედეს.




          ცეცხლის კერები კარიბჭეს მოედო, ხოლო გალავანას აღარავინ აღარ იცავდა. ზენონმა შიგნით შეღწევა მოახერხა და აჯანყებულებთან ერთად სასახლე დაიკავა. უმეთაუროდ დარჩენილმა ამალამ ყველა საჭირო იარაღი დაკარგა და უკანასკნელი ძალებით  იქაურობის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ დანაკლისი ძალზედ დიდი იყო. ღონე მიხდილი თადეოზი ძლივსღა მიიწევდა წინ. თავისი ულაყი დამიანესა და ნათანელს დაუთმო, ხოლო თვითონ დარჩენილ მეომრებს შეუერთდა. ბრძოლა კიდევ უფრო უმაწყალო გახდა. ფარით ერთბაშად რამდენიმეს იგერიებდა, ხოლო მეორეთი მტერს უსწორდებოდა. ეს იყო ყველაზე ტრაგიკული სანახაობა, სადაც ალყაში მოქცეული მეფე ბოლო წვეთამდე უმკლავდებოდა მტერს, ხმლით ჰაერს სერავდა, ხოლო დაჭრილებს წამოდგომაში ეხმარებოდა. აგონიაში მყოფი სხეულები ფეხებზე ებღაუჭებოდნენ, ევედრებოდნენ, თუმცა ნერვიულობისგან ხელიღა უკანკალებდა, მუხლებში ძალა ეცლებოდა, ხოლო ფარ-ხმალი ერთი-ასმაგად დამძიმდა. შეუპოვარი იყო თადეოზი. ისეთივე ჯიუტი და გაუტეხელი, როგორც ყოველთვის. მისი ჩაჩქანა გვერდით გაგორდა. სველი თმა სახეზე ჩამოშლოდა, ღია ჭრილობდან კი სისხლი მდინარესავით მოედინებოდა. ამის საპირწონედ ირგვლივ უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა. ფოთლებმა შრიალი შეწყვიტეს, მათ ფეხ ქვეშ ბალახიც აღარ იძროდა. რკინის ხმაური კი ნელ-ნელა მინელდა. მოულოდნელად გადარჩენილების ნაწილმა ზემოთ აიხედა, საიდანაც ისრების წვიმა პირდაპირ მათკენ მოემართებოდა. ცა თითქოს ერთბაშად გაშავდა. ჯოჯოხეთად ქცეული ველი უცებ სიჩუმეს მიეცა, სადაც სიკვდილამდე სულ ორიოდე წამი აშორებდათ. თადეოზმა სახე მაღლა აღაპყრო, ხელები განზე გაშალა და მოახლოებულ ტკივილს თვალი ამაყად გაუსწორა.




- აღსრულდა! - ისრები ერთიანად დაატყდათ თავს. ხმაურით, ტკივილით, ცრემლით, მრისხანებით, ბოროტებით, სისასტიკით და საბოლოოდ ბოლოც მოუღო იქაურობას. სხეულებიდან გამოჟონილი სისხლი ერთმანეთს ერწყმოდა. ფართოდ გახელილ თვალებში სინათლე ნელ-ნელა ჩაქრა. ათასობით მეომარს შორის მხოლოდ მომაკვდავი თადეოზი შესცქეროდა ცის კაბადონს, რადგან პატარაობისას მამას ხშირად აჰყავდა იგი სასახლის სახურავზე, ვარსკვლავების სანახავად. ეუბნებოდა რომ თითო ვარსკვლავი, თითო მეფის სიმბოლო იყო, სადაც ოდესმე ისიც დაიკავებდა ადგილს. პატარა თადეოზს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა სიკვდილზე და არც გონებაში დაუშვებდა ამდენ უბედურებებს. იმ ქარტეხილებს რამაც ასეთად აქცია. თუ მამა ერთ დროს მხნეობასა და გმირობაზე არიგებდა, დედა ყოველთვის ჭრილობებს უკერავდა. მამის სისასტიკისგან იხსნიდა და ისეთ ციცქნა ოთახში მალავდა, სადაც აბელის სიბოროტე ვერ აღწევდა. ნეტავ ახლაც შეეძლოს დედას მის მტკივან ადგილებზე სულის შებერვა. ფრთხილად შეხება ან შუბლზე კოცნა. თვალზე რომ ცრემლსაც მოუწმენდა და გულშიც თბილად ჩაიკრავდა. რას არ იღონებდა? რას არ ჩაიდენდა? ოღონდაც წამოდგომაში დახმარებოდა, მაგრამ ახლა!... ვინღა შეუბერავდა სულს? ვინღა უშველიდა, როცა სხეული სავსე ჰქონდა ისრებით. სახე  უთრთოდა, მკერდი ზევით-ქვევით ნერვიულად ირწეოდა და დარჩენილი ძალით ხმალს იმაგრებდა. თითქოს მისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. უცნაურია, მაგრამ იმ ღამით ცა ისე იყო ვარსკვლავებით მოჭედილი, როგორც ერთ დროს… მამას რომ სახურავზე აჰყავდა პატარა თადეოზი. სულ მთლად პატარა და გულუბრყვილო ძმასთან ერთად სხედებოდა და მამის თითოეულ სიტყვას გულის ფანცქალით უცდიდა. მთიდან მონაბერმა ქარმა სხეულებზე ფრთხილად გადაირა. ამდენ ადამიანს შორის მხოლოდ ის განაგრძობდა სუნთქვას. ამასობაში კი ზენონმა სასახლე მთლიანად აიღო და აჯანყებულებთან ერთად თადეოზის დამხობას აღნიშვდა. გამარჯვების ნიშნად დარაბებთან თეთრი დროშები გადმოფინეს, სამეფო ტახტიდან კი ტყვეების დასჯაზე გასცეს ბრძანება. ცეცხლი საჯინიბოებზე გადავიდა. თუ იქაურობას დროულად არ გაეცლებოდნენ კვამლი ყველას გაგუდავდა, მაგრამ სიამაყით დაბრმავებული ზენონისგან მხოლოდ მრისხანება გამოსჭვიოდა. დანბნეულმა ხალხმა დარბაზის შუაგულში დამიანე, ნათანაელი და ანა სასწრაფოდ შემოიყვანეს, თვითონ კი გასასვლელებისკენ მიაშურეს. ცეცხლი ამჯერად პირველი სართულის კიბეებს მოედო. ალყაში მოქცეულები სასახლის სხვადახვა მხრიდან ტოვებდნენ ტეროტორიას. ხან დარაბებიდან ხტებოდნენ, ხან სხვა გასასვლელებს აწყდებოდნენ, მაგრამ მასიური კარები ყველგან მჭიდროდ იყო დალუქული. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ჟანგიან საკეტებს ძვრა ვერ უქნეს. ალბათ სიკვდილმა მათაც მოაკითხა. შორეულ ველზე კი დაჭრილი სხეულები გმინავდნენ. თადეოზმა ნელ-ნელა ხელებში სიცივე იგრძნო და ხმალიც ძირს ჩამოსრიალდა. ტუჩები ლურჯი, გაყინული და უძრავად იდგა. ჭრილობებიდან სისხლი ჩქეფდა, კიდურები კი ისე აღარ ემორჩილებოდა, როგორ უწინ. ძალა გამოცლილი მეფე თითქოს ბედს შეგუებოდა  და მზად იყო სულიც განეტევებინა, მაგრამ მისი გონება მაინც ანათი ივსებოდა. მთელი არსებით უყვარდა თადეოზს, ანა. უნდოდა კიდეც ყვავილებზე ეფიქრა, მაგრამ გრძნობდა რომ ანას ის ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სურდა გონებით რამე ეღონა, მაგრამ სხეულს აღარ შეეძლო მეტის ატანა. ანდაც მერამდენად უნდა ეხსნა მისი სხეული სიკვდილისგან?! მაგრამ თადეოზმა ხელი მაინც ხმლისკენ წაიღო. ეგონა თუ გაუშვებდა რწმენის ბოლო ნაპერწკალსაც შთანთქავდა. უცაბედად მის გვერდით დაჭრილი მებრძოლი მიხოხდა, ხელი-ხელზე შეახო და უკანასკნელი სიტყვებით მას მიმართა:
- ნება მომეცით თქვენთან ერთად მოვკვდე მეფეო!
- ეს ამ ღამესვე მოხდება… - უპასუხა თადეოზმა და ჩაჩქანაზე ხელი ფრთხილად შეახო.




                გაუსაძლისმა სიჩუმემ კიდევ დიდხანს გასტანა. ცეცხლთან პირისპირ დარჩენილი ადამიანების ხმა კედლებს აზანზარებდა. დაბალი ჭერის ქვეშ, კედლებიდან ჩამოკიდებული მძიმე ფარდები კვამლში გაეხვა. დასაწყისისთვის იატაკი ჯერ წვრილად დაიბზარა, შემდეგ კი ერთიანად დასკდა.  სიჩუმეს  შიგნით შეღწეული კვამლი და შიშისგან აკანკალებული სხეულების რხევა არღვევდა. თანდათან ოთახი სითბოთი აივსო. გახურებული ნიავი მტვერსა და ნამწვს ტალღებად ატარებდა ჰაერში. შურისძიებით სავსე ზენონი კი მახვილით ნათანაელს დასტრიალებდა და ამის საფასურად მზად იყო მომკვდარიყო კიდეც. უნდოდა სათითაოდ გამოესალმებინა სიცოცხლეს და მრავალ წლიანი ვალი ასე მოეხადა საკუთარი თავისთვის. ხელებ-შეკრულ დამიანეს, ანასა და ნათაელს ბოლო იმედიც გადასწურვოდათ, რა დროსაც ქვემო სართულზე ხის კარი ხმაურით გაიღო. სასოწარკვეთილი ხალხი გასასვლელს ერთინად მიაწყდა. წინ მდგარ სილუეტს შეშლილებივით ჩაუარეს და ერთმანეთზე გადავლით იქაურობას ტოვებდნენ. სიმხურვალისგან კედლებიც აწითლებულიყო. ზენონს არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება. ანას თავზე მახვილი სწრაფად მომართა და პირველი დარტყმისთვის შეემზადა, მაგრამ სასახლის დარბაზში ნაბიჯების ხმამ ექოსავით გაისმა. ანა თვალებს არ უჯერებდა. მოხუცი ნათანაელი კანკალმა აიტანა. ზენონის უკან დაჭრილი თადეოზი გამოჩნდა, რომელიც ხმალს ძირს მოათრევდა და სხეულს მთელი არსებით უძალიანდებოდა. ზენონმა მახვილი ძირს დაუშვა. ერთბაშად გონიცა და ჯანიც წაერთვა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ის მას ვერაფერს დააკლებდა. საუბედუროდ წარმოდგენებმა ძალიან უმტყუნა. გამძვინვარებულ თვალებში ცეცხლი ენთო. იდგა გაშეშებული  თადეოზის წინაშე და გონება ერთიანად დაეხშო. არ იცოდა რა ეღონა, რა ემოქმედა?! ერთხანს თადეოზმაც მშვიდად უყურა, თვალი-თვალს გაუსწორა, მაგრამ საბოლოოდ ხმალი მძლავრად მოიქნია და ზენონს პირდაპირ გულ-მკერდში გაუყარა. დარტყმის ძალამ, ზენონის ხერხემალი გაანგრია და მეორე მხარეს გავიდა. დარბაზი სამარისებულმა მდუმარებამ მოიცვა. ორივე სხეული ერთმანეთის გვერდი-გვერდ დაეცა.



   
                                                                                                                              (გაგრძელება იქნება)










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები