| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 21 ივნისი, 2025 |
-კაია მეც რომ წამუედი, გეიგონე, მელიტონ? მელიტონ! - გევიგონე, კი - მერე? - მერე- რაი? - არ ვჩივი მართალს? - შენ ყოლთვინ მართალს ჩივი, ცუცუნა. - მაგფერობა არ გინდა ახლა! ყოლთვინ მართალს ვერიკაცი ვერ იტყვის ამ დუნიაზე! - ცუცუნა, უცხო მხარეში ვართ და, იქნება, აქანე მაინც პაწა წყნარათ ილაპარიკო. - რა მნიშნელობა აქ სიმართლიზა მხარეს, მელიტონ? - აფერი - ე, მასთე! ისე, კაია ერთათ რომ წამუედით. შენ ყოლგან გჭირდება პატრონი. რას მიშტერებიხარ, მელიტონ? - ვფიქროფ - რას ფიქროფ? - ვფიქროფ, სეით წევიდეთ, ახლა - არ უნდა მაგას ფიქრი! - რეიზა, ვითამ? - არიკაცი არ დაგვტიეფს აქანა და იმიზა. მელიტონ, იი რა ხეია? - რომელი? - ე, ეგერ, ეე, შინდივით რომ ასხია ზეთ - იი ვიშნაა - თეთა, რამხოლვანები ცოდნია აქით! - ჰო, დიდებია - ჰაიერიც სხვანაირია - კი. ვგძნოფ - მელიტონ - რაიყო? - იქით, რა ანათეფს? - სეით? - ე, ბიჯო, იქით, ე! - არ ვიცი. -გვიახლოვდება, მგონია - კი, გვიახლოვდება - მელიტონ, ხედავ? - რას? - ვინცხა მოდის და იი სინათლე მოყობა უკინ - კი. ვხედავ - ვინაა, ნეტა? - ვერ გეტყვი, ცუცუნა. არ ვიცი - რაფერ არასფელი შენ არ იცი! - მე რომ მეჩხუბები, შენ რეიზა არ იცი? - შენ კაცი ხარ და იმიზა! - მართალი ხარ, ცუცუნა - მე ყოლთვინ მართალი ვარ! - აბა, ყოლთვინ მართალი არევინაა ამ დუნიაზეო? - აი, სხვაი დუნიაა, მელიტონ. გასწორდი პაწა წელში და გადეისვი თმაზე ხელი, მიქაელი მობძანდა. - შენც გეისწორე მაი ცახოცი - კი, კი. ა! კარქათ მაქ? - შენ ყოლისფერი გიხთება - უჰ, შენ დეიღუპე საცხა! რაკაია ერთათ რომ წამუედით, მელიტონ. ბაღანასავით ხარ, ყოლგან პატრონი გინდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა.
ჩემი ბებიას მეზობლები იყვნენ ცუცუნია და ვარლამა, ძალიან, ძალიან მომეწონა.
ჩემი ბებიას მეზობლები იყვნენ ცუცუნია და ვარლამა,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|