 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კვლავ დედისათვის!
რახანია, შვილთაშვილებს მოესწარი, რა გაღონებს, გაგივლია ყოფა ვრცელი. სხვამ იდარდოს, რა ზეწარი და ბაწარი! გულს გიღონებს არეული სარეცელი?
გვიამბობდი, ბავშვს მქონდაო რა საშველი. ცხოვრებაა წყლულთა ძველთა ექიმბაში, ჯერ შვილით და მერე უკვე შვილიშვილით, ორჯერ ტკბილად ხომ ჩაბრუნდი ბავშვობაში?
გაიარე, გამოტოვე რაც კი თვითონ, იტიტინე, იხტუნე და ილაღობე. ნაცელქარზე ახლა როგორ მიგითითონ, შენი ბურთით როგორ მოვარდნილა ღობე!
\შენს ჭკუაზე აღარავინ აღარ დადის?! შენ კი არა, მშობლებს ვინმე უსმენს კიდე?! შემტყობელი ვეღარა ხარ სხვათა მადის, თუმცა ყველას სახვეწარით გაეკიდე?! არ გიჯერებს?! როგორ გახდი მახვეწარი შვილთაშვილის, განა ვინმე გარეწარის?! რაო, რა თქვი?! სხვას - ზეწარი და ბაწარი! გიხაროდეს, შვილთა- შვილთა- შვილიშვილებს მოესწარი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დედებმა დიდხანს იცოცხლოს, სანამ დედა გყავს, ბებრად არ ითვლები, ჯანმრტელობა და კიდევ ბევრი სიხარულები თქვენ დედას. დედებმა დიდხანს იცოცხლოს, სანამ დედა გყავს, ბებრად არ ითვლები, ჯანმრტელობა და კიდევ ბევრი სიხარულები თქვენ დედას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|