შემეშინდა ვერ გავბედე მეთქვა, ჩემი იყო შენი გულის ფეთქვა, ჩემი იყო დამილია სევდა, მსურდა მზერა შენთვის გამებედა, ასე ფიქრობს დაღალული აზრი, სიტყვები კი რჩება ოხვრად თავზრის, ჩემი აზრი იყო ასე მხდალად, დამეფარა შემოდგომა ფარად, ასე აბობს აწვდენილი სხივი, ფიქრი ჩემი ფიქრის ასე ნირი, ასე დარდობს, ზრდა უნდოდა ფესვად, მინოდა რომ შიში ასე მეთქვა, ეს კმარა და ახლა ამბავს ვიწყებ, გაუბედე სიყვარული ფიფქებს, რომ საშველად მოსულ ამბის ბაგეს, და გადმოღვრილ ლექსად ასე ნაღველს, ვერ უშველის უსიტყვობის ხიდი, მე კი ასე ლექსად ამბავს ვცდიდი, თუ საშველი დარჩებოდა მარგვლად, დარჩენილი დიდი წიგნი დარდად, აბავს სხვისას რომ მიქადის ომი, ამოსულა უნაპირო ცომი, ქრისტეს სისხლად და საშველად ღვინო, ახლა მწარედ უნდა გავიცინო, რადგან მზემაც დაიბარა მთვარე, რადგან ისევ ჩამოწვება ღამე, რადგან გზებზე აეხვევა ქარი, და ჩაქრება სასიცოცხლო წამი, რადგან ზამთარს ამბავებად ვცდიდი, რაკი იდგა ყინვის იქით ხიდი, რადგან აზრებს ასე სურდათ კიბე, და ზამთარი მზით მოვიდა კიდე, ამბავებად ამოსული ვარდი, მე ამ ლექსით ისე შემიყვარდი, რომ დავტოვე მიწა მე შენს გამო, ნუ მიყურებ არ მოვმკვდარვარ სვავაო, მე ფრენაც რომ სიტყვიერი ვიცი, და სიყვარულს თუ ამშვენებს ფიცი, ვფიცავ გულსაც დარდი თუ კი შვენის, სიყვარული ვიცი ფოთოლცვენის, რომ სიყვარულს ასე ვუზრდი ბაგეს, და მოველი ბედის სანოვაგეს. სამშაბათი გათენდება ლოცვით, მე კი ვტკბები საოცნებო კოცნით.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შემოდგომის სიხარული თუ უნდა ადამიანს რომ იგემოს,უნდა იშრომოს საშემოდგომო ნობათისთვის,ჩემ შემთხვევაში ეს ხილი თუ არა ხილი ღვინის თასია სხვისთვის ალბათ აქცია და ფსევდო თავსიუფლება,დაველოდოთ შემოდგომის შემობრძანებას,რადგან მისი დიდებული ფრთები ზამთარს ვაჩვევს რომ ობლებივით უიმედოდ არ დავრჩეთ ზაფხულს შეჩვეულები...მადლობთ მუხა შემოდგომის სიხარული თუ უნდა ადამიანს რომ იგემოს,უნდა იშრომოს საშემოდგომო ნობათისთვის,ჩემ შემთხვევაში ეს ხილი თუ არა ხილი ღვინის თასია სხვისთვის ალბათ აქცია და ფსევდო თავსიუფლება,დაველოდოთ შემოდგომის შემობრძანებას,რადგან მისი დიდებული ფრთები ზამთარს ვაჩვევს რომ ობლებივით უიმედოდ არ დავრჩეთ ზაფხულს შეჩვეულები...მადლობთ მუხა
1. ძალიან, ძალიან მომეწონა, დაველოდოთ შემოდგომას?! ძალიან, ძალიან მომეწონა, დაველოდოთ შემოდგომას?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|