 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 22 ივნისი, 2025 |
ისე მიყვარდა, ისე ვუყვარდი თვით სიყვარულსაც უკვირდა ჩვენი... რა გრძნობა იყო, რა ემოცია... დღემდე ვერაფრით ვერ ამოვხსენი. მიყვარდა, მასაც ვუყვარდი როგორ... მერე ოცნება გახდა სადავო, გაწირეს ბიჭი, გაწირეს გოგო სად ჩემი და სად შენი, სადაო?.. ჩააქრეს სხივი, ნორჩი ჯერ კიდევ, სამყაროს ფერი გაუქრა მაშინ და ის სიტყვებიც, ჩვენ რომ შევფიცეთ, სულ უნებართვოდ ჩაჰყარეს წყალში. გავიდა დრო და მე ბედისწერამ შენგან შორს, თბილი გზები დამიგო... ვიგრძენი ერთხელ, ჰო... გულისძგერაც, მაგრამ... არ იყო... ის, ის არ იყო... ... ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა მხოლოდ თვალით თუ შეეძლოთ აღქმა, ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა თავად სიყვარულს უკვირდა მართლა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მართლა როგორ ძალიან გყვარებია... :): მართლა როგორ ძალიან გყვარებია... :):
|
|
მონაცემები არ არის |
|
|