ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2025


Анна Ахматова - Так раненого журавля...

ანა ახმატოვა - დაჭრილ წეროს...

დაჭრილ წეროს: „კურლი, კურლი!“ -
გუნდი უხმობს ხმიერი,
როცა სთველის ველის ხნული
თბილია და ფხვიერი,

ჩამესმება მიხრწნილს ჩქამი
ოქროს ფრთების ფართქალის,
მოქუფრული ციდან ღამით,
ჩირგვნარიდან  ნათქვამი:

„ფრენის დროა უკვე, მაღლა
მდინარის და ველების,
ვეღარ შეძლებ მღერას ახლად,
ვერც მოწმენდას ცრემლების
დასუსტებულ ხელებით“.

23 ივნისი, 2025 წ.


Анна Ахматова -  Так раненого журавля

Так раненого журавля
Зовут другие: курлы, курлы!
Когда осенние поля
И рыхлы, и теплы…

И я, больная, слышу зов,
Шум крыльев золотых
Из плотных низких облаков
И зарослей густых:

«Пора лететь, пора лететь
Над полем и рекой,
Ведь ты уже не можешь петь
И слезы со щеки стереть
Ослабнувшей рукой».

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები