ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2025


სხვისი

შეგახსენებთ. ასეთ მარტივ რამეებს ვწერ დედაჩემის გასართობად.

ნინო დარბაისელი

სხვისი

ჩემი ოცნების მამაკაცი -  სხვისი ქმარია.
არ ვნანობ, - დროზე არა ხრიკი არ მიხმარია.

რა სასწაული ვინმე იყო, რა თვალწარმტაცი.
წასვლა უნდოდა და გავუშვი ის მამაკაცი.

მეგონა, ზღვები მოელოდა გადასაცური,
იყო ისეთი უცხო, ისე მამაკაცური.

თვალს ვარიდებდი, ვცადე გულის მჭიდროდ დაცობა.
წლებს რად მიჰყვება, რად ილევა მამაკაცობა!

ძველი  ვნებები ამეშალა,  თვალი დანამა.
ნეტა რას შვრება ახლა  - სხვისი შვილების მამა.

სიზმარში?! - ისევ ისეთია, არა - ნაცარი!
ყოფამ გაცვითა -  როგორ -  ის ნამამაკაცარი.

ო, როგორ მინდა, ძველებურად  რომ დავითანგო,
ისევ ვიცეკვო  ჭიპხახუნა, ანდა ის ტანგო.

ცხოვრება ასე უნდა იყოს! არ იუარო,
ძველ სიყვარულებს ერთხელ კიდევ ჩამოუარო!

თორემ გავიდა ყველაფერი, გვაცლიდა განა?!
“მასოვკებში” ვართ, სცენაზე - შვილი შვილები დგანან.

რად გაგვიტაცა ამ შეხვედრამ,  ამ მიხვედრამა?
ჩვენც ხომ არ  გვესმის ჩვენი შვილიშვილების  დრამა.

მათაც შეხვდებათ ვინმე ხარბი, ვინმე ტაცია.
(სხვისთვის - შანსია, შენთვის - ოცნების მამაკაცია.)

შენი ოცნება სხვამ  - ცვითა და სხვამ მოიწყინა.
ნანატრი - სადაც ვერ ასრულდა, იქ გაიყინა,
სხვა ბედს ვეწიე, განა თავი გამარიყინა.
ძალაყინს  - ძალი არ მოსდგამდა, ეძალაყინა,
საპრინცე ბაყაყს -  უქმად შერჩა,  რაც იყიყინა, 
ხოლო ეს ლექსი
უსაქმო ბატმა  დაიყიყინა,
ან უარესი -
ამ ოჩანმა  დაიყროყინა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები