ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2025


ხომ მოვასწარი

არც  ცა, ტკივილით  დაცხრილული ,
არც  ზღვა -ლივლივა,
არ იყო  სულის  დასავანი  ჩემთვის იოტით .
მაგრამ, 
მე დღემდე ,იმ ამბითაც  კმაყოფილი  ვარ,
რომ იდიოტი, დიდ  სცენაზე  გამოვდიოდი
და სასაცილოდ :
ზოგჯერ შიშით , კრძალვით,  კანკალით-
ვიქნევდი ხელებს გამარჯვების  ნიშნად ,
გარანტად.
მეც მივინახე  შემოდგომა-ჩემი  სამკალი,
სანამდე  თოვლი თეთრი  კაბით  დამიფარავდა.
ხომ მოვასწარი სიყვარული?- მისი  სიტკბოთი,
მისი შხამითაც ხომ ავიწვი ქორფა  ბაგენი ?
ხომ გამოგტყუეთ ყველას ტაში ,ვისაც გიცნობდით,- 
იყავით სიტყვით  მოთამაშე-მოქარაგმენი .
ხომ მოვასწარი ერთი  სროლა, ერთი  დასხლეტა
და  სამუდამოდ შენი  ნორჩი  გულის  დაისვრა.
ჩემი ცოდვები ჩიტებივით მხარზე  მასხედან
და  იმედია , დაფთხებიან  ზენა  ქარისგან .
ხომ მოვასწარი  ათას ერთი  ლექსის  დაწერა,
ყველა  ტაეპში ,ყველა  ბწკარში შენი ხსენება !
ვერ ჩაკლა ჩემში ვერც  სასახლემ
და  ვერც  კარცერმა
კაცი,რომელიც  ულექსებოდ  ვერ  ისვენებდა .
ხომ მოვასწარი  სანიმუშოდ ყოფნა...
მიქარვაც!
ვთესე სიკეთეც , სიბოროტის არა  მეცხო  რა.
ნეტავი  რამე  მოსასწრები ან სიფიქრალი
რომ  არ  მქონოდა ...
ერთი წუთით ისე  მეცხოვრა  !


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები