მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ვენი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2025
ალაზანია
შენი თვალები ალაზანია,
ვხაპავ და ვერ ვცლი ბოლომდე სათქმელს,
ვიცი, რომ ჩემთან გინდა ძალიან
ფუჭმა დღეებმა სიკეთე შთანთქეს.
რად შეეხიზნე დარდსა და წუხილს,
სევდის ჭიები გიჭამენ ზეცას.
ნაცნობი მზერის ნათელი მწუხრით
აქცევ სამოთხედ სიცოცხლის ერთ წამს.
სხივები გულის გარეთ თუ შიგნით
ანადგურებენ მშვიდ წუთებს მკივარს,
ჩვენი ცხოვრების ფერადი წიგნის
ამოგლეჯილი დღეები მტკივა.
მტკივა, რომ გულის უნაზეს სარქველს
აღარ ასკდება ნაკადად სისხლი,
დაღმართებს უნდა დაუყვე თავქვე,
ვერას გახდები ბრაზით და რისხვით.
ზოგჯერაც მკაცრი სიმდორე ყოფის
დაანაკუწებს იმედებს ბინდად,
ზოჯერაც მხოლოდ ჩემი ცა მყოფნის
ზოგჯერაც მხოლოდ შენი ცა მინდა
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
მადლობა, მუხა , რომ სულ მკითხულობ.
მადლობა, მუხა , რომ სულ მკითხულობ.
ვენი.
2025-07-12 15:56:32
1.
ვერას გახდები ბრაზით და რისხვით.
ძალიან მომეწონა ემოცია მოაქვს.
ვერას გახდები ბრაზით და რისხვით.
ძალიან მომეწონა ემოცია მოაქვს.
მუხა.
2025-07-08 18:34:32
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
14.02.2026 11:49:16