ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2025


პითიას წყევლა

    ქვაფენილს ავუყევი,გზა ისე გაგრძელდა თითქოს სახლში კიარა სამსახურში მივდიოდი, ექვსი ან შვიდი მეტრი მაშორებდა კარებთან როცა გზიდან უცნაური ხმა მომესმა,შეიძლება ეს ხმა ყვირილისთვის ან გოდებისთვის მიგემსგავსებინათ,მაგრამ მე მასში უფრო მისტიური ამოვიკითხე.როგორც კი კარი შევაღე ხმა შეწყდა,თითქოს გაქრა ყოველი მასთან ერთად და მეც სავარძელში ჩავესვენე,თითქმის მთვარეულად ავლაპარაკდი და საკმევლის სუნის მსგავსი როცა ვიგრძენი მივხვდი რომ ფილმში ვიყავი,ამჯერად აჯანყების მონაწილე და ქურდი,რომელსაც მორალის კოდექსი ცხოვრებამ დაუწერა და არა კანონებმა,ეს ჩემი აღსასრული იყო,იმ სამყაროში სადაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის წამთ სულაც არ მეძინა მშვიდად და მაინც ჩემი ხმა იმ სასტიკ ხმაურს მაგონებდა რომელიც კარის გაღებამდე მომესმა,ეს ღამე მშვიდობისა იყო არქიპელაგივით მიტოვებულ ქვეყანაში სადაც მზეც კი სხივების გამო დნება და არა სიმხურვალით.
ერთი ფიქრი მდევდა თან,სულ მარტოსულიობას ვუქადდი თავს და ახლა როცა ამის რეალური მიზეზი მომეცა ვერ გავბედე თავისთვის მარტოსული მეწოდებინა,ეს ალბათ პითიას წყევლა იყო,ჩემთვის აპოლონის ტაძარიც დაეცა ამ სიმხდალეში რომელიც მე გამოვხატე სხვათა სახით და სხვათა ხელით.ეს დიდი უსაქმობა იყო ქვეყნის და დედაქალაქის.სულ სხვა ფერებით დავინახე სამყარო როცა სიშიშვლე ვიხილე ჩემი ფიქრების,შემკობილი აზრებიც კი ვერ ფარავდნენ მას,ვერც დროის სინატიფე ვიგრძენი და ვერც სიამე დილისა,რომელიც საღამოსთვის მწარედ ირჯება.
    ფერები დახტოდნენ ცაზე და მეც გავიღვიძე,დილა უსიამოდ გათენდა,მასში ვერც დილა და ვერც რიჟრაჟი ვერ დავინახე,ალბათ დარდებით და შფოთით დაუძლურებულს ისევ მაღლა ახტომა მინდოდა ზეცის ზევით,სადაც მზეს სიმხურვალე წვავს ხოლო სხივებს განთიადი მოსდევს.შეიცვალა მიწა ჩემი და მეც მასთან ერთად,გაყინული ოცნებებით მივდიოდი სადგურისკენ,სადაც მხოლოდ ცუდი ყავა კი არა,ცუდი მოგონებები მიქარგავდენ გულზე ალისფერ ტკივილს,რომელსაც სახელიც და შემოდგომაც წაართვეს.უცნაურად გამთელდა ყოველი და ყველა,ალბათ ესეც დაწერილი ქონდა პითიას,ალბათ ისიც ელოდა ტაძრის სხივოსან დარს და ელვისფერი კედელების სუსხისგან დახსნას.გამართლებას არ ვეძებდი,ყოველი შეგრძნების დოზამდე დავიყვანე და ასეც მომექცა სამყარო,ისეთივე სისასტიკით როგორც მე მოვექეცი საკუთარ თავს,ეს დახსნა იყო ალბათ,ოცნებებიდან და ტყვეობიდან.
    ოთხი დღის შემდეგ ამ მოვლენებიდან ყველაფერი შეიცვალა,დავდექი საყდართან და ვიცდიდი, იქამდე დავიცადე სანამ მუხლებში ტკივილი არ ვიგრძენი და ფეხის ტკივილი გულის ტკივილმა არ  შეცვალა.მერე მოძღავრი შემხვდა კარებთან და ორიოდე სიტყვით იმდენი მითხრა, რამდენსაც თვით ღმერთი მეტყოდა ორიოდე სიტყვით,გავიხარე და ჩემთან ერთად გზამაც გაიხარა,ვიცოდი ასეთი კარი არასდროს გაღებულა ჩემ ცხოვრებაში,მაგრამ მე მაინც მისი დაკეტვის სურვილებს ვეტრფოდი,ეს ალბათ დასასრულის დასაწყისი იყო,იმ ქვეცნობიერისთვის რომელშიც მზემ და მიწამ ერთად მიწამა შემოდგომასთან ერთად.
  ქალაქი დუმდა,ქალაქის მსახურები ყვიროდნენ,საყდარი ხურდა და მესაყდრე მსახურებას ითხოვდა.მე ამ სამკაულში ჩემი ჯვარი უკვე ჩავაქსოვე და მეტიც იმაზე მეტიც ვიდრე მას ჩემთვის ნათქვამი ქონდა,მე ალბათ ამ საყდართან ერთად განვიახლე სული და სხეული,ეს შიშის აპოთეოზი და სიშლეგის დილემა იყო,აქ მორჩა.ქვაფენილი დამძიმდა და მეც მასთან ერთად,რამდენადაც გრძელი იყო ის იმდენად დიდი დაღი მქონდა გულზე,იმდენ გზებზე დავაგვიანე,იმდენი შიში ვიგემე და მაინც ჩემი სამკაული ისევ ჯვარია გულზე ამოსვირინგებული,ეს შველა იყო და დასხნსა.
  პითიამ დიდხანს ითმინა და ჩემთვის ერთი ლექსი გაიმეტა;
 
სამყაროსთვის ხილული ასე დარდად როდია,
მე საყდარის ხედები ვიცი გადამალულად,
დაგორდა და დამეცა ვაი,დიდი ლოდია,
დარჩებოდა რომ ვიყო ლოდივით მე ფარულად,
ასე სხვი იადონს რომ სიმართლეს ეტყოდა,
მე სხივისთვის ივნისი გაყიდული ფერდობი,
ამ საყდარში ტყული და სიშლეგე მეფობდა,
მე კი საყდრის გარეთ ვარ და საყდარით ვერთობი.

ასე დამთავრდა ის რაც პითიამ დაიწყო,ალბათ უსახურადაც ჟღერდა ლექსი მისი,მაგრამ მე მაინც მალამოდ მომეფინა გულისფიცარზე,ეჰ ისეთი ქარი სადღა ქრისო სასო რომ წარგვიკვეთოსო,ან თუნდაც მსახურებას რა უდგას წინო,ალბათ სინანულის ნაკლებობაა პრესტიჟის დაკარგვა და არა ქედმაღლობის.ეს იყო ამბავი იმ ქვაფენილისა რომელიც მთვრალმა ავიარა,ახლა კი ფხიზელი ვწერ ამ უქებ ისტორიას საჩინო წერილად,წერილად რომელიც ტყუილის და მანიპულაციის წინ მარტოსულობას განიცდის და აქვე მინდა ვთქვა ჩემი პასუხი პითიას მიმართ.

მე და გზები ხვალიდან დასაცდელად მომართე,
რადგან შენი ხიდობა არად უთქვამს მშვიდობად,
ასე ვყვევი ამბავებს არ ნახულებს ომამდე,
თუ გაყიდე თევზებად, გაყიდული ქვეყანა,
ასეთია ხსენება ამბის იქით გაიქცა,
და საყდარი ხსნილია დრო ჟამი და ეკალი,
მოდი ჩუმად იყავი და დამაცა,დაიცა,
შემოიბი ჩემსავით ათა-თურქის ეჟვანი.

მორჩა და გათავდა ეს წყეული ლექსიც ასე და მეც პასუხების მოლოდინში დავწერე ის,არა მხოლოდ ზე განაკვეთისთვის დაწერილს არამედ ავსულად მოხსენიებულს შველად უნდოდა,და მივუგე კიდეც.სამარადჟამოდ დაწერილს არც პასუხი გავდა და არც შეკითხვა,რამაც წესით კახპაც უნდა შეაწუხოს,მაგრამ ვაი რომ კახპებს სინანული არ შეუძლიათ.

თ.გუბელიძე
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები