მინდა ვნახო და მოვილოცო ხანძთის ტაძარი, გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე მინდა ვიარო... იქ, სადაც ერთ დროს გიზგიზებდა რწმენის ხანძარი, ვიმოგზაუროთ... მზის ჩასვლამდე ვიხეტიალოთ.
მინდა ვნახო და მოვილოცო იშხნის ტაძარი, საბა იშხნელის ნაკვალევზე მინდა ვიარო... აგიზგიზდება მჯერა: ისევ რწმენის ხანძარი და მოშუშდება სამუდამოდ ერის იარა.