ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2025


უბრალოდ

მზის ლურჯი ღიმილი სხივად და არილად
აენთო ღაწვებზე , თუნდაც გულს ნურც ესმის,
მე შენთვის უბრალოდ პოეტი ქალი ვარ,
შენ ჩემთვის ცასავით წმინდა და უვრცესი.

და თუმცა ვერავინ გაუგებს შენს ქარებს,
ზღვიანი ფიქრები ხვედრია მონათა,
გემი ხარ უდაბნოს, საყვირებ მჭექარე,
რომელმაც შეაკრთო თოლია ჯონათან .

ამღვრეულ სიკეთეს და ლექსებნატყვიარ
გულს ზარავს ამორფულ გრძნობათა
სილაღე,
სიშორე მთას მოჰგავს, ბოროტს და ავტყიანს,
აქ ვარ და ვერ მხედავ, წავალ და მინაღვლებ.


არასდროს არ მსურდა დარჩენა მეძრახა,
არ ხიბლავს არცერთ სულს ეს მიეთ-მოეთი,
შენ ჩემთვის წმინდა და უვრცესი ზეცა ხარ,
მე შენთვის უბრალოდ ქალი და პოეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები