ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2025


.....

მთელი ნახევარი წელი გასულიყო.
ზამთრდებოდა.
,,სახურავი უნდა შევაკეთო.ხვალ ქალაქში წავალ და თუნუქის ფილებს ვიყიდი,,გაიფიქრა და თვითონაც მიხვდა,მიზეზს ეძებდა.
მთელი ღამე ჭერს მისჩერებოდა..
გათენებული არ იყო რომ ადგა.
ძაღლს საჭმელი დაუყარა.წყალი დაუსხა.
ხის დიდი კარი ჩარაზა და ეზოდან ნელი ნაბიჯით გავიდა.
ნაცნობი ბორცვები გაიარა.მდინარის სანაპიროს გახედა და ფეხს აუჩქარა.
....
არ უყვარდა ქალაქი.
ხმაური.
მაღაზიები.
მანქანები.
ღლიდა ეს აურზაური.
მაგრამ უნდა ჩამოსულიყო.
მაღაზიის ვიტრინებთან ნაბიჯს ანელებდა და ფრთხილად იხედებოდა შიგნით.
ქუჩაში მიმავალ ქალებს აკვირდებოდა.
მათ თმის ფერს,სიარულის მანერას.
ერთხელ ნაცნობ ხმას მიამსგავსა ვიღაცის სიცილი.
შეჩერდა.ყური დაუგდო.
შეეშალა.
ის არ იყო.
,,სადღაც ხომ უნდა ვნახო?!,, გაიფიქრა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
იქვე,ქუჩის სკამზე ჩამოჯდა და მოუკიდა.
ღამდებოდა.
სახლში უნდა დაბრუნებულიყო.
სახურავის ფილები სულ დავიწყებოდა.
,,ხვალ ვიყიდი,,გაიფიქრა და ქუჩა გადაჭრა.
მოულოდნელად დაინახა.შავთმიანი.ცისფერი შარფი ეკეთა და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.
გაჩერდა.სუნთქვა შეეკრა.
არ იცოდა მართლა ის იყო თუ ისევ ვიღაცას მიამსგავსა.
ერთი ნაბიჯი გადადგა.
მერე მეორე.
ქალი მაღაზიასთან შეჩერდა და ფორთოხლები იყიდა.
მერე გზაჯვარედინზე გავიდა,მიმოიხედა და  ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა.
თვალებით მიჰყვებოდა.
თითქოს შეეშინდა.
უცნაური იყო.
არ გაჰკიდებია.
იდგა და უყურებდა.
მერე მობრუნდა და წამოვიდა,ისე რომ არც კი დალაპარაკებია.
დაღამებული იყო სახლში რომ დაბრუნდა.
ეზოში შესულს ძაღლი შეეგება.
სახლში შევიდა
ბუხარში წვრილად დაჩეხილი შეშა ერთმანეთზე მეჩხრად დააწყო და ცეცხლი გაუკიდა და ხელები ცეცხლს მიუშვირა.
მთელი ღამე ასე გაატარა.
ძაღლს მის ფეხებთან ეძინა,თვალდახუჭულს,ოღონდ მაინც ფხიზელს,როგორც ძაღლები იცავენ საყვარელ ადამიანს,როცა ის დუმს.
ის კი დუმდა.თავში ათასი ამბავი უტრიალებდა-სურათები,ნაბიჯები,ხმა...
იმ პირველიშეხვედრის სუნიც კი იგრძნო.
წვიმის სუნი ჰქონდა იმ დღეს.
გაახსენდა როგორ ელოდებოდა.
როგორ გამორბოდა ქალი მისკენ.როგორ ჩაეხუტა და შეისუნთქა,თითქოს მთელი სხეული აივსო მისი სურნელით.
ისე ჩაეხუტა,როგორც ეხუტებიან მაშინ,როცა მთელი ცხოვრება ელოდებიან.
-მოვედი..თქვა  ქალმა,სახეზე მოეფერა და ისე გაიღიმა,როგორც იღიმიან ბედნიერი ქალები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები