ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2025


გზა სორეტიდან ანუ ზამთარი იგი პოეზიით გადატანილი თამარ ბარბაქაძეს

ამაზე -  ამაოდ ნუ მოცდებით! მხოლოდ იმათთვისაა, ვისაც ლექსის პრობლემატიკა ეახლოება.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გზა სორეტიდან
(ანუ ზამთარი იგი  პოეზიით გადატანილი -
თამარ ბარბაქაძეს)

ლექსები  ვჭამეთ,  ლექსები ვსვით, ლექსები  ვწონეთ.
რითმებს დავსდევდით, ბგერწერა და რიტმები ვზომეთ,
ქვეყნად ვერ ვნახეთ პოეზიის რამ საპირწონე,
ვერ გავიმეტეთ ღრმა ფესვები ჩვენ სარიზომედ.
ბევრიც  სხვისი ვთქვით,  რაც ვიცოდით, რაც დავიხსომეთ,
ზოგი ტაეპი  მახვილივით -  გულს გავიწონეთ.
(ყველას ნაწერი, -  რა თქმა უნდა, ვერ მოვიწონეთ).
გვციოდა. ტატოს, ტიუტჩევს,  ეზრაც ზედ მივაყოლეთ,
“ - შენი არ ვიცი, ჩემში  მაინც რაღაც ელტვის ფეტს”
მოგიგე: -  ამწამს, თორემ მერე - კარგად მეყოლეთ!
თქვი, მეტიაო, მეტისმეტი - ითხოვს -  მეტისმეტს,
მეტისმეტი კი, უთქვამთ ძველებს, იწვევს ბრეტის-ბრეტს”.
უცებ ძვლის ტვინიც მომეყინა,  გამაკანკალა.
“სმას მოვერიდოთ, აღარ გახსოვს?!კლა მაგან გალა!”

მე - თავისუფალ ლექსს გიქებდი და იმის გამეტს,
შენ  - კონვენცია დაიცავი, თავს მასხამსო რეტს,
ვერლიბრი  - წყალთა სრუტეაო,  მაგონებს სორეტს.
დრო მოვა, ყველა  თავის სარგოს იპოვისო ნეტს…

- ნეტა რა ნეტი! - გაკვირვებით გავცქერდი შორეთს.
დღეს ახდა სწორედ:
“ვერლიბრის გამო მეტი ფასი ედება სონეტს”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები