რა დალევს ღვინოს, კითხვებს და იდიოტებს? სულელად ჩაგთვლიან, როცა გაენდობი... არადა, ამ დროს შენი გარდერობი სავსეა ურუხეს, ურუქის მიკიოტით. თვალები. თვალები თვალები. ოხ, ეს დირე. ვერაფერს ვისწავლი მეტად ბორხესიდან. არ წერდე, ნიშნავს რომ პარტერში წაგიღოს ძილმა და უსმენდე თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და გეკიდოს ყველა ნიმფომანი. წიფელი. იფანი. რცხილა და ადიღე. ანდაც მდინარეთა ნალექად მოქცევა. ცხელი ხაჭაპური. გამოღმა ბოსლევი. მთელი სექტემბერი უნდა იტრაშუნო. ფოთლებზე სახელებს აწერდე რენდომად. თურმე საკუთარი ჩრდილიც არ მენდობა. სანამ სამარცხევში გავცურავ კინტრიშიდან. ჯამში ყველაფერი არის დამარცხება. გარდა სიკეთისა. უყვიც. სამარცხევიც. არასდროს მიყვარდა სიტყვა - დაღეჭილი. ახლაც, ამ ხავსიდან მზე ამერეკლება. ბავშვებმა იციან თქმა: „ამერიკლებმა“... ცრემლი და ხარხარი ყელში გამეჩხირა. ჯამში ყველაფრიდან დაგრჩება ხარხარი. ცოტათი ძველი და ნაკლებად ახალი. სარკეში გარდასულ ბიჭებს ვსაყვედურობ. თვალთა ჭაობიდან მთვარე იგლისება. თეთრი მისგითების მკვეთრი მეჯლისები. ღმერთის შეთვისებას ვყვედრი აკვედუკებს. და მაინც სიბრმავე. სიბრმავე მიკიოტთა. რა დალევს ღვინოს, კითხვებს და იდიოტებს?