თავი 3.დასასრული
მზე სოფლის სახურავებზე ნელა ჩამოეკიდა. ეს დღეც არაფრით იყო განსხვავებული,თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ოცდაათი წლის გახდა. არ უყვარდა ამ დღის აღნიშვნა.არც არავის ელოდებოდა. შეშის შემოსატანად გასვლა დააპირა. გასვლისას ფეხი პატარა,ლამაზად შეფუთულ ყუთს გამოსდო,რომელიც კართან,პარმაღზე იდო. ყუთი მწვანე ფერის ქაღალდში იყო შეფუთული და თოკით იყო შეკრული. დაიხარა და აიღო. ოთახში შემოიტანა. მაგიდაზე ფრთხილად დადო და ქაღალდი შემოაძრო. გახსნა. ყუთში ბროწეულები ელაგა. მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი ბროწეულები. თიხისგან იყო გამოძერწილი. კაცმა თვალები დახუჭა. ყუთისთვის ხელები არ გაუშვია. თითქოს ყველაფერი აირია მის თავში. ბროწეულების ბაღი. ჟოლოს ჩაი და მოცვის ნამცხვარი. მდინარის პირას დაკრეფილი ბაბუაწვერები. მისკენ გამოქცეული ქალი. პირველი შეხვედრის წვიმიანი ამინდი.. სულ სხვა სუნი ჰქონდა ამ თიხის ბროწეულებს. იმ ძველ გაზეთსაც,სათითაოდ რომ იყო ყველა შეხვეული. ისე უხაროდა,რომ ჯერ ვერ გაერკვია როგორ შეენახა ამდენი გრძნობა სამ ცალ თიხის ფორმაში. ცოტა ხანს იჯდა ასე დაბნეული. ,,დღეს დაბადების დღე მაქვს,, - თქვა გაღიმებულმა.ადგა.ყუთი კარადაში შეინახა. მაგიდას სუფრა გადააფარა. მერე ორისთვის დაალაგა თეფშები,დანა-ჩანგალი,ჭიქები. კარადიდან ქალის დატოვებული ფერადი ხელსახოცები გამოიღო. გადაკეცა და თეფშების გვერდით დაალაგა. სკამზე ჩამოჯდა. იღიმოდა. ახლა უკვე იცოდა,მოვიდოდა. გამოიქცეოდა. ჩაეხუტებოდა ისე,როგორც ეხუტებიან,როცა ძალიან ენატრებათ. სახეზე მოეფერებოდა. -მოვედი,იტყოდა და გაიღიმებდა ისე,როგორც იღიმიან ბედნიერი ქალები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ზღვისპირელის ბბედნიერი და ღილიანი თვალები. ზღვისპირელის ბბედნიერი და ღილიანი თვალები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|