ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2025


იწვის ფრთები იადონის

ქარი დაქროდა ,სახილავი ისევ აგვისტო,
ჩემი დარდები უსიტყვობით ასე დაეცა,
სხივი მაისის თუ კიდევაც ასე მაისობს,
მაშინ უთუოდ მტერი არის და სად გაიქცა,
არავინ იცის,უსათუოდ რბიან სირბილად,
მე სამაყრო და უსაქმობა ასე ვიწამე,
ბალახი მსუსხავს, ბალახია ისე ბიბინა,
რომ შესაჭმელად დავეწაფე, ვჭამე მიწად მე,
ახლა სხვა ფერი დაესია ამ ჩემ ოცნებებს,
და სიყვარულად დარჩენილი ჩემი ადათი,
ვუყურებ ზღვებს და ზღვებიანად ხალხის მოქცევებს,
ღვინისა გემო, ღვინო არის თურმე ბაღდათის,
ასე მარტივი გათენება ალბათ ქარია,
და სახილავად დარჩენოდა ჩემი ბგერები,
ვიტყოდი მწარეს და სათქმელად გზები არია,
და მე ვერავის ამ სიტყვებით ვერ ვეფერები,
ასე ნათქვამი ჩემი აზრი თურმე ხიდია,
რომ ნაფიქრალად გადადებულ მორებს იწონის,
დაქროდა ქარში ის ვერაგი შავი ნიბლია,
და დაყვაოდა მას ვეშაპის წილი მიწობის,
ქნარი გამექცა და სამღერად გზები შევამკე,
რომ მადლი გზისა საზღაურად სხვისი მებარა,
დავიცდი ალბათ გაქვავებას იმ ერთ ელვამდე,
გადამიხადე უსიტყვობის ჩემი ბეგარა,
რაცა მარტივი სოფელია ამ წლის ხეობა,
და არვინ იცის რატომ არის ხიბლი სხივისა,
დამდევდა ქარი და შეიმკო ჩემი ზნეობა,
ხელებს ვიფარებ და ვიფარავ აზრებს პირისას,
სახე შევცვალე მე სიყვარულს ასე ვეტრფოდი,
ფერი ეცვალა, იადონსაც ფრთები დაეწვა,
ნიბლია სხივებს დაეძებდა მე კი ვებრძოდი
ხმალის გაქნევას და ეჟვანის ხმალად გალესვას,
გზანი სიშორის უსიტყვობის ჩემი ბეგარა,
რომ სანახავად დარჩენილი ჩუმი აგვისტო,
მდინარე იქვე, სიტყვებია რომ ვთქვი ვეღარა,
იმღერე ქნარო და დაწერე ჩემო არტისტო.


თ.გუბელიძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები