„რად გინდა იყო დიდი პოეტი თუ სიცოცხლეში ხარ უბედური?" გალაკტიონ ტაბიძე ყოველდღე მკლავენ. მკლავენ და მაცოცხლებენ. მეც რომ არ მბეზრდება. ეშმაკმა დალახვროს. ცხელი გულგრილობა თუ ცივი ციანიდი. ნეტავ, რომელია მაინც აპრიორი?! დღეს, სხვა თარიღია. აპრილი. 2. ტიციანითაც და უტიციანოდაც. არ ვარ ტიციანი. უბრალოდ ბალახა. სანამ განშორების მიზნით გაკოცებდე... სექტემბრის ბოლოსკენ მიცდის ბუქარესტი. შენ უფრო მარტი და მარტივი დუბაი. სადაც ზოოპარკში ნახავ ფლამინგოებს. ვრცელი უდაბნოა, უვრცესი ა.გ.ს. თუმცა პოეზია არ არის ლაფსუსი. ზოგჯერ პოეტები არიან გრინგოები. ისინი ვერ ცვლიან მანქანის ყუმბარას. დოგმებს. პათეტიკას და ევქარისტიას.