 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2025 |
#ლექსები
(ჭ - ლოკ. თანხ.-ია. ენაში, არცთუ ფართოდ გამოყენებადი. მისით ბგერწერული თამაშები - სახალისოა!)
ნინო დარბაისელი
კროჭი
(ეს პირველი შემთხვევაა,ცვლილება მაქვს ლექსში მყისი, მთელი ტექსტი დავასრულე, დავამატე დასაწყისი.
დედაჩემმა ლექსი ნახა, იქოქოლა, იწიწინა. -დედი, კროჭი -სამკაულის ყუთს გვირქვია პაწაწინას)
თუშ-ფშაური, დიალექტი - საგანძური არის ენის. მშობლიური - თუკი გიღირს, უცხოს - ვინ რას შემოგტენის!
ზოგი არის ნებიერი, მოქარგული უყვარს კროჭი, დადის მორთულ-მოკაზმული, რა - სიბერე, რის - ნაოჭი!
გიყვარს სარჭი? გასარჭობი? მოსახვეჭი? მოსაბოჭი?! რომც იწვალო, ვერ დაიტევ, თუ მოზრდილი არ აქვს კროჭი.
ზოგი კროჭში ბროჭს აურევს, შეცდომაა რამ საჭირე! კროჭი სხვაა, ბროჭი - სხვაა, ბროჭს - გულდაგულ მოუჭირე!
ორკროჭობა - სხვას უძრახე. აჭყვიტინდი, როგორც გოჭი? შეგშურდა თუ დაუწუნე?! - თუ მოგინდა კიდევ კროჭი?
ორკროჭობა - განუკითხე, თითქოს მტერი გაგეკოჭა, სხვას - ორობა გაუკილე, მერე იყავ მრავალკროჭა!
მთლად უკროჭოს რაღა უნდა?! - ეძებს ყელზე მოსაყროჭებს? მოუხდება კარგი ჭოჭი, ალბათ ვინმეც დაუჭოჭებს!
მინდა ვუთხრა კროჭიანებს, უჭოჭმანოდ შესაბოჭებს, ბროჭებს კარგად მოუჭირეთ, გაუფრთხილდით თანაც კროჭებს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ხომ არ მეშლება? ნამდვილად წერია: კროჭი, ბროჭი,უკროჭო, ჭოჭი ვაა, რა მაგრა გამახალისე. ხომ არ მეშლება? ნამდვილად წერია: კროჭი, ბროჭი,უკროჭო, ჭოჭი ვაა, რა მაგრა გამახალისე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|