ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 ივლისი, 2025


მაკედონელის ებრაული წარმომავლობის საკითხებისათვის

    მაკედონელის ებრაული წარმომავლობის საკითხებისათვის
(ამონარიდი ჩვენი კვლევიდან "ფესტოსის დისკოს წაკითხვის შესახებ)

                                                                  ტემენიდების იგივე არგეადების დინასტია
გავიხსენოთ ეს  ცნობა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან: „კვალად ვახტანგ მეფისა:  „დაუტევაო ქართველთა ზედა პატრიკად სახელით აზონ ძეი იარედისა, ნათესავი მისი ქვეყნით მაკედონიით და მისცაო ასი ათასი კაცი ქვეყნით რომით, რომელსა ჰქვიან ფროტატოს, ესე ფროტატოსელნი,  იყვნეს კაცნი ძლიერნი, ეკირთებოდეს (ესე იგი ებრძოდეს) ქვეყანასა რომისასა, მოიყვანა ქართლად იგინი ალექსანდრემან და მისცნნა ხელის-ქვეშე აზონს პატრიკსა“ (თ. ბ. გვ. 110).
1) ჰერაკლე
2) ჰილუსი Hyllus
3) კლეოდეუსი Cleodaeus
4) არისტომაქე Aristomachus
5) ტემენუსი Temenus
6) კარანოსი - არგეადების დინასტიის დამაარსებელი და მაკედონიის პირველი მეფე. ძვ.წ. 808-778 ძვ.წ;
7) კოინოსი  ძვ.წ.  778-750;
8) ტირიმასი ძვ.წ.  750-700;
9) პერდიკა I  ძვ.წ.  700-678;
ჰეროდოტემ თქვა: „არგოსიდან გაიქცნენ ილირიელების ქვეყანაში სამი ძმა ტემენუსის შთამომავლებიდან: გაუანესი, აეროპოსი და პერდიკასი; და მთებიდან ილირიის გავლით ჩავიდნენ მაკედონიის ზემო მხარეში ქალაქ ლებეაში“. ჰეროდოტეს მიერ ნახსენები სამი ძმიდან ერთ-ერთი პერდიკასი სწორედ რომ პერდიკა I იყო.
ბერძნულ მითოლოგიაში ტემენუსი /ˈtɛmɪnəs/ (ბერძნ. Τήμενος, Tḗmenos) იყო არისტომაქეს ვაჟი და კრესფონტესა და არისტოდემოსის ძმა.
ტემენუსი წარმოადგენდა ჰერაკლეს შთამომავალს, ვინც მონაწილეობდა მეხუთე და ბოლო თავდასხმაში პელოპონესზე, მიკენზე და გახდა არგოსის მეფე. ის იყო ცეისუსის, კარანოსის, ფალკესის (ვისზეც ამბობდნენ, რომ სკიონის  - სციონის დამფუძნებელი იყო), აგრეუსისა და ჰირნეტოს მამა. კარანოსი მაკედონიის ძველი ბერძნული სამეფოს პირველი მეფე და მაკედონიის სამეფო დინასტიის - ტემენიდების იგივე არგეადების დინასტიის დამაარსებელი იყო, რომლის არსებობაც ხუთი საუკუნის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელის შვილებმა დაასრულეს.
ჩვენს მიერ მიგნებული ბევრი არგუმენტის საფუძველზე დასკვნა გამოგვაქვს, რომ ჰერაკლე სემიტური (ებრაული) წარმომავლობის გახლდათ, რომლის შთამომავლებმა შემდეგში უკვე თითქმის ყველა ძველი მნიშვნელოვანი ბერძნული ქალაქ სახელმწიფოს მმართველობა ჩაიგდეს ხელში და ზოგი ქალაქსახელმწიფოც თავად დააარსეს. მაგალითად: უძველესი ქალაქი სკიონი სციონი (Sciyon) ქალაქის ამ სახელშიც იკვეთება სემიტური წარმომავლობის სახელთან მსგავსება: ებრაული צִיּוֹן (Ṣīyyōn) სიონ და შემდეგში უკვე ჰერაკლეს შთამომავლის ფალკესის მიერ დაარსებული ქალაქი სკიონი, სციონ (Sicyon), ასევე სემიტური წარმომავლობის ტომების მიერ პელოპონესის ნახევარკუნძულზე წარმოებული ომების შედეგად გახდა ტემენუსი ჰერაკლეს შთამომავალი არგოსის მეფე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არგოსი ერქვა ქალაქის მსგავსად არგონავტების გემის ამშენებელს. აქვე, შეგახსენებთ არგონავტების მეთაურის იაზონის სახელის მნიშვნელობას: იაზონი (Jazon) ეს სახელი წარმოიშვა ორი სიტყვის შეერთებით ია+ზონ (Ja+zon). პირველი სიტყვა ია (Ja) წარმოადგენს პროტო-სლავურ *(j)a, *(j)azъ, я, (ja)-ს და ნიშნავს (მე)-ს, ასევე ძველ გერმანულ (ja)-ს პროტოგერმანულ (*ja)-ს და ნიშნავს თანხმობას (კი, დიახ), ხოლო მეორე სიტყვა ზონ (zon) Zion ებრაულად - צִיּוֹן, Ṣīyyōn, ამასთან სხვადასხვაგვარად ტრანსლიტერირებული Sion, Tzion, Tsion, Tsiyyon აღნიშნავს იერუსალიმს ან მის მოსახლეობას ანუ ებრაელ ხალხს, ამ ორი სიტყვის შეერთების შედეგად კი ვიღებთ შემდეგ მნიშვნელობას: ია (Ja) პროტოსლავურიდან (მე), ან ძველი გერმანულიდან (ja) (კი) + ზონ (zon), ებრაულიდან Zion, צִיּוֹן, Ṣīyyōn (ებრაელი) -  მე ებრაელი ან კი ებრაელი, ე.ი. სახელი იაზონი ნიშნავს მე ებრაელ - ს ან კი ებრაელ - ს.
ამ და სხვა არგუმენტებით, რომლებიც ამ კვლევაში არაერთია, ვასკვნით, რომ ტემენიდების, იგივე არგეადების დინასტიის დამაარსებლები იყვნენ სემიტები (ებრაელები), აგრეთვე არგეადების დინასტიის წარმომადგენელი ალექსანდრე მაკედონელიც სემიტურ (ებრაულ) ეთნოსს მიეკუთვნებოდა.
რაც შეეხებათ არგონავტებს, მათი მთავარი სამი გმირის წარმოშობა გავარკვიეთ: არგოსი, ჰერაკლე და იაზონი სემიტური წარმომავლობისა იყვნენ. კოლხეთში მისიის (ოქროს საწმისის დაუფლება) შესრულება კიდევ უფრო გაამყარებდა მათ გავლენას ძველ საბერძნეთზე და შემდეგ უკვე იმ დროინდელ მსოფლიოზე, რადგან „ოქროს მატყლოვანი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი) წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინფორმაციის მატარებელ მატერიალურ ნივთს, რომელზეც დატანილი იყო ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე სატურნისა და იუპიტერის შერწყმის პროცესი, ამასთან ის წარმოადგენდა ე.წ. ვერძის კალენდარსაც (დაწვრილებით აღწერილი გვაქვს ჩვენს ნაშრომში „გაშიფრული უძველესი ქართული წარწერები - „გრაკლიანი გორის“ დამწერლობითი არტეფაქტების სრული კვლევა“). 

10) 678-640 ძვ.წ.  არგეუს I
11) 640-602 ძვ.წ.  ფილიპე I
12) 602-576 ძვ.წ.  აეროპუს I
13) 576-547 ძვ.წ.  ალკეტასი 
14) 547-498 ძვ.წ.  ამინტას I
ამინტას I,  კიდევ ერთი არგუმენტი ამ სახელის (Amyntas) სემიტურ (ებრაულ) წარმომავლობასთან დაკავშირებით. ისიც ორი სიტყვისგან შედგება ამინ+ტას (amyn+tas). პირველი სიტყვა ამინ ბიბლიური ებრაულიდან אָמֵן (āmḗn - ასე იყოს, აუცილებლად),ძველი ბერძნული ეტიმოლოგია ნასესხები ბიბლიური ებრაულიდან IPA (გასაღები): /aː.mɛ̌ːn/ → /aˈmin/ → /aˈmin/ ზმნიზედა ᾱ̓μήν (āmḗn) ამინ ნამდვილად, რა თქმა უნდა, ასე იყოს. მეორე სიტყვა ტას (tas) ეტიმოლოგია პროტო-ბრითონული *tad-დან, პროტო-კელტური *tatos-დან IPA (გასაღები): [taːz] IPA (გასაღები): [tæːz] არსებითი სახელი tas m (მრავლობითი tasow) მამა, მივიღეთ ორი სიტყვისგან შემდგარი სახელის მნიშვნელობა ამინ+ტას (amyn+tas), ამინ (אָמֵן, āmḗn) ნამდვილად + ტას (tas) მამა .  ორი სიტყვისგან შედგენილი სახელი ამინტას (Amyntas) ნიშნავს ნამდვილად მამას, ნამდვილად მეთაურს.

15) 497-454 ძვ. წ. ალექსანდრე I
16) 454-413 ძვ.წ. პერდიკა II
17) 413-399 ძვ.წ. არქელაოსი
18) 399-396 ძვ.წ. ორესტე
19) 399-394/393 ძვ.წ. აეროპს II
20) 393 ძვ.წ. ამინტას II
21) 393 ძვ.წ. პავსანია
22) 393 ძვ.წ. ამინტას III (პირველი მეფობა);
23) 393-392 ძვ.წ. არგეუს II
24) 392-370 ძვ.წ. ამინტას III (მეორე მეფობა) ტახტი დაიბრუნა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ;
25) 370-368 ძვ.წ. ალექსანდრე II
26) 368-359 ძვ.წ. პერდიკა III
27) 359 ძვ.წ. ამინტას IV
28) 359-336 ძვ.წ. ფილიპე II
29) 336-323 ძვ.წ. ალექსანდრე III დიდი.  მაკედონიის ყველაზე ცნობილი მეფე და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობელი;
30) 323-317 ძვ. წ. ფილიპე III არრიდეუსი ( ალექსანდრე მაკედონელის ნახევარძმა);
31) 323/317-309 ძვ. წ. ალექსანდრე IV  (ალექსანდრე მაკედონელისა და როქსანა ბაქტრიელის ვაჟი);

ალექსანდრე მაკედონელის ვაჟით - ალექსანდრე IV-ით დასრულდა ტემენიდების იგივე არგეადების სემიტური წარმომავლობის დინასტია.
მოკლე განმარტება ზოგიერთი მოკირკიტე ისტორიკოსისთვის: ზემოთ მოყვანილი თარიღები არის არგეადების დინასტიის მეფეების მეფობის წლები და არა დაბადება  - გარდაცვალებისა, ასევე წლებს შორის მოკლე ინტერვალები ნიშნავს მათ მოკლე მეფობის პერიოდს ან ერთობლივ მმართველობას.
რაც შეეხება ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოში მმართველად (პატრიკად) სემიტური (ებრაული) წარმოშობის აზონის დატოვებას, წესით გასაგები უნდა იყოს ამდენი არგუმენტის შემდეგ თუ რატომ დატოვა მაკედონელმა საქართველოში სემიტური (ებრაული) წარმომავლობის მმართველი. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერთ, რომ გვაქვს ზოგიერთ ქართველ მეცნიერთან ამ თემასთან დაკავშირებული ურთიერთობის გამოცდილება და კარგად ვიცით, მათი სახით საქართველოს ისტორიის თუ რა გამყალბებლებთან გვაქვს საქმე. 
გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: ალექსანდრე მაკედონელმა სემიტური (ებრაული) წარმომავლობის აზონი იმიტომ დატოვა საქართველოში მმართველად (პატრიკად), რომ თავადაც სემიტური წარმომავლობა ჰქონდა.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ აზონის (Azon) ეტიმოლოგიურ განმარტებას: როგორც წინა შემთხვევებში ეს სახელიც ორი სიტყვის შეერთებით არის მიღებული ა+ზონ (a+zon) პირველი სიტყვა არის (ა) (a)  პროტო-ბრითონიკიდან, ეტიმოლოგია პროტოკელტურიდან - *ɸo, წინათქმა *o (o ფინიკიური ომიკრონი. მისი თავდაპირველი ხმოვანი მნიშვნელობა იყო [ʕ]. ომიკრონი მომდინარეობს ფინიკიური ასოდან ayin), ამ შემთხვევაში პროტოკელტურიდან მისი მნიშვნელობაა (საწყისი, დან), ხოლო მეორე სიტყვა ზონ (zon) Zion ებრაულად: צִיּוֹן, Ṣīyyōn, ასევე სხვადასხვაგვარად ტრანსლიტერირებული Sion, Tzion, Tsion, Tsiyyon
აღნიშნავს იერუსალიმს ან მის მოსახლეობას, ანუ ებრაელ ხალხს. ამ ორი სიტყვის კომპოზიტით მივიღეთ შემდეგი ეტიმოლოგია ა (a) (o ომიკრონი იგივე ფინიკიური ayin) და მისი პროტოკელტური მნიშვნელობა (საწყისი, დან) + ზონ (zon) Zion ებრაულად: צִיּוֹן, Ṣīyyōn, რომელიც აღნიშნავს იერუსალიმს ან მის მოსახლეობას ანუ ებრაელ ხალხს, საბოლოო ჯამში კი სიტყვის მნიშვნელობა ასეთია ებრაელი ხალხიდან, რაც აზონის წარმომავლობას ხაზს უსვამს.
აქვე გვინდა კიდევ ერთი მოკლე განმარტება გავაკეთოთ ჩვენს მიერ სახელების გაშიფვრასთან დაკავშირებით. ის სისტემა, რომლითაც ამ შემთხვევაში ჩვენ სიტყვა აზონს ვშიფრავთ - სახელის ორ ნაწილად (ორ სიტყვად) დაყოფით და ვახერხებთ ამ ორი სიტყვის მნიშვნელობიდან საერთო მნიშვლელობის ან ენობრივი კუთვნილების გაგებას, უკვე აპრობირებული მეთოდია და მაგალითსაც წარმოგიდგენთ: ფარაონი, რომელიც, ასევე შედგება ორი სიტყვისგან და გაშიფრული აქვთ მეცნიერებს -  ძველი ბერძნულიდან Φαραώ (Pharaṓ), ებრაულიდან פַּרְעֹה (par'ōh), ეგვიპტური pr-ꜥꜣ ("სასახლე, ფარაონი", სიტყვა-სიტყვით "pr ("სასახლე, სახლი") + ꜥꜣ ("დიდებული, დიდი")") მიღებული მნიშვნელობაა - სასახლე დიდებული.
ვფიქრობთ, ამის შემდეგ  აღარ გაოცდება არცერთი მატყუარა და თვითმარქვია ზოგიერთი ქართველი ვითომ მეცნიერი.  ეს მეთოდი, რასაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ, სამეცნიერო წრეებში მიღებული მეთოდია, ამიტომ ნუ დაიწყებთ რაღაც მიზეზების მოძიებას და უშნო დასკვნების გამოტანას, დაგვერწმუნეთ, ვერაფერს მიაღწევთ.

                      სიტყვა ფროტატოს ეტიმოლოგიური განხილვა     
ისევ თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა.
გვერდი 110:
„ანტონი კათოლიკოსის წიგნისაგან და ვახტანგ მეფისა.
კვალად ვახტანგ მეფე სწერს: „ალექსანდრემან დაუტევაო ქართველთა ზედა პატრიკად სახელით აზონ ძეი იარედისა, ნათესავი მისი ქვეყანით მაკედონიით და მისცაო ასი ათასი კაცი ქვეყანით რომით, რომელსა ჰქვიან ფროტატოს, ესე ფროტატოსელნი, იყვნესო კაცნი ძლიერნი, ეკირთებოდეს ( ესე იგი ებრძოდეს) ქვეყანასა რომისასა, მოიყვანა ქართლად იგინი ალექსანდრემან და მისცნნა ხელის-ქვეშედ აზონს პატრიკსა.“
იმავე მეთოდით ეს სახელიც ორ სიტყვად იყოფა და წარმოადგენს მის მნიშვნელობას, ფროტატოს (ფროტა+ტოს) (frota+tos).  პირველი სიტყვა ფროტა - ძველი გალიციურ-პორტუგალიური frota (ფლოტი, ცურვა), ძველი ფრანგულიდან flote; ძველსკანდინავიურიდან floti, პროტოგერმანულიდან *flutōną („ცურვა“), პროტოინდოევროპულიდან *plewd-, *plew- („ცურვა“). მეორე სიტყვა ტოს, tos, ტო, (to) - ჰინდიდან तो, მემკვიდრეობით მიღებულია საურასენი პრაკრიტიდან, ალბათ სანსკრიტიდან ततस् (ტატას, "იქიდან").
ორი სიტყვისგან მიღებული სახელის მნიშვნელობა (ფროტა) (frota) "ფლოტი" + (ტოს) (tos), (तो) (ტო) (to), (ततस्) (ტატას) "იქიდან", ფროტა+ტოს (ფლოტიდან).
მივიღეთ სიტყვა ფროტატოს -ის განმარტება: (ფლოტიდან),  რაც ასახავს ამ კელტური წარმოშობის ხალხის ფროტატოსელნის თავისებურებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზღვაოსანი ხალხი იყვნენ და ჩვენი ვერსიით ზღვის ხალხების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ.
სწორედ ასეთი პოლიტიკური და სამხედრო - სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ალექსანდრე მაკედონელმა, მმართველად (პატრიკად) სემიტური (ებრაული) წარმომავლობის, მაკედონიაში მცხოვრები მისი ნათესავი იარედის ძე აზონი დაგვიტოვა, ხოლო ჯარის სახით მას სხვა ტომის წარმომადგენლები ფროტატოსელები დაუტოვა, რათა მისი წასვლის შემდეგ მათ საერთო განდგომისთვის საჭირო ერთი წარმომავლობა და საერთო ინტერესები არ ჰქონოდათ.

                        Elimiotis or Elimeia  ელიმიოტისი ან ელიმეია
ელიმიოტისი ან ელიმეია (ძველი ბერძნული: Ἐλιμιώτις ან Ἐλιμία ან Ἐλίμεια) იყო ზემო მაკედონიის რეგიონი, რომელიც მდებარეობდა მდინარე ჰალიაკმონის გასწვრივ.
Elim+iotis - იდან პირველი სიტყვა ბიბლიური ებრაულიდან  (אֵילִם elim) ელიმ ( אֵילִם), წარმოადგენს „ძველ აღთქმაში“ აღწერილ ოაზისს, სინას უდაბნოში.
მეორე სიტყვის  iotis - ის ეტიმოლოგია ადგილის კუთვნილების გამომხატველია.  მაგალითად: კვიპროს+ელი. ძველი ბერძნული Κυπριώτης (Kupr+iṓtēs, „კვიპროს+ელი“). სუფიქსი-იოტ. ამ შემთხვევაში Elim+iotis (ელიმ+ელი, ელიმელი) ანუ ელიმიდან.
Eordaea (also spelled Eordaia or Eordia, Greek: Ἐορδαία) ეორდაია (ასევე იწერება ეორდაია ან ეორდია, ბერძნული: Ἐορδαία),  იყო ზემო მაკედონიის გეოგრაფიული რეგიონი და მოგვიანებით მაკედონიის სამეფოს ადმინისტრაციული რეგიონი. ეორდეა მდებარეობდა ლინკესტისის სამხრეთით, ემათიას დასავლეთით, ელიმიოტისის ჩრდილოეთით და ორესტისის აღმოსავლეთით. ეორდეას დედაქალაქი იყო ქალაქი ეორდეა (ელ) (ბერძნ. Εορδαία, κείμενη της λίμνης), რომელიც მოხსენიებულია ანტიკური მრავალი ისტორიკოსისა და გეოგრაფის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები