ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2025


პითაგორა გორას გაცდა

რიცხვები თავში,საფიქრალი ისევ ცამეტი,
სიზმრები მზეთა უენოდ და ათი ტაბაკი,
იზრდება სევდა და უკრავდა სადღაც კლარნეტი,
გარეშე პატრონს აღარ ცნობდა იგავ-არაკი,
ეს ზეცა ფირუზს უსიტყვობით ასე გაექცა,
და საფიქრალი ადამივით, ჩემი ზნეობა,
იგავი ერთი საზღაური ლოდად დამეცა,
და შეიღება უსიტყვობით ჩემი ხეობა,
ასე უვნებელს აღარ ველი ჩემი აზრებით,
და სახელური კიბის კარებს სიზმრად გადაყვა,
მე თუ ამ სტროფით თავიდანაც შემიყვარდები,
მაშინ ამცდება ის ნაანტრი ჩემი გალახვა,
სადღაც უმზირეს ოცნებებმა ამბის ხიდობას,
და საყელური აზრებია არა დინება,
თუ კი იკვეხნი დღეს ამ ქვეყნის განაყიდობას,
მაშინ არ აგცდა სახვალიოდ ჩემი გინება,
რადგან ერია საფიცარა ,არა მამული,
მამული ალბათ ერთი ეზო ახლა გგონია,
სადღაც სიზმრებმა გადამალეს ზღვაში ამური,
მე კი ასე ვარ და ლოცვად ეს  გამიგონია,
რადგან კაცისთვისთვის მართალია ყოფითი დღესაც,
რომ თავსახურად ზეცის ქუდი ახლა მახურავს,
მართლა ჩალაა სახურავი ალბათ ამ ბედსაც,
ღმერთმა დასცინა, დამიჩემა ალბათ მსახურად...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები