ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2025


ვდუმვარ... (ეტიუდი)


არაფერს  ვწერ...
არც ვსაუბრობ და არც ვისმენ.
მხოლოდ ვუყურებ და გონებაში ყველაფერი ყირავდება. მრავალი ექსპერტი, მრავალი მონოლოგისტი, მრავალი ჭკუის კოლოფი, მრავალი პაცეფისტი (ცალმხრივად), მრავალი ათეისტი, მრავალი დამრიგებელი, მრავალი ფილოსოფოსი, მრავალი მატყუარა („წუხელ ისრაელი 100 რაკეტით დაიბომბა“- ო. გადავრეკე და... „არაფერი მსგავსი არ ყოფილა, წუხელ გვეძინა მშვიდათ“ - ო), მრავალი მეცნიერი, მრავალი პოლიტოლოგი, მრავალი "ოლე-ოლა", მრავალი „ქრისტე ღმერთია“-ნელები, მრავალი ქართველი ებრაელზე-ებრაელი, მრავალი ჯიქი და ტურა - არცერთი მგელი, მრავალი სექტა, მრავალი უცხო, მრავალი პარტია, მრავალი ერი და სადმე მათში სიყვარულია?
***
ერთი კაცის საკეთებელი საქმე, გაგვიუფასურეს, დაასამარეს, ჩირქი მოცხეს, დასცინეს და უარჰყვეს, როგორც პეტრემ უფალი მამლის ყივილამდე.
სამჯერ უარჰყვეს ადამიანი
პირვალედ როცა ენა შეუბილწეს...
მეორედ როცა მიწა წაართვეს
და მესამედ როცა რწმენა შეუგინეს!
რა ჰქმნას უარყოფილმა ადამიანმა, როცა იავნანა აღარ ესმის, როცა აკვანს მიწა გამოეცალა და როცა ღმერთს ვეღარ ცნობს?
ზის თეთრწვეროსანი ხანდაზმული ალალი კაცი და წყაროს პირს მოთქვამს. ცრემლად ნაკემსარი ხალათი შემოუსხამს ტანთ და სიღრმიდან წამოსული მზერით დაჰყურებს ფხვიერ მიწას. არსად არაფერი, მხოლოდ ნამსხვრევები მრავალი ქოთნისა თუ ქვევრისა. უხმო სევდაში ჩაკარგული წარსულის გახსენება თუ აუთამაშებდა დროდადრო, ღიმილს ბაგის კუთეში და გულის კუნჭულში აუდუღებდა ნაგროვებ სისხლს. მარტო დარჩენილს მონატრება სტანჯავდა - სიყვარული ენატრებოდა. ოდესღაც დაკარგული სიყვარული. კვლავ სურდა ყველაფერი ჰყვარევოდა, მაგრამ არაფერი შერჩენოდა შეუბღალავი.
სული...
სული გამინადგურესო უღმერთოებმა და მეც ყველაფრისგან დაცლილმა ამ ერთ კლდიდან მოწყვეტილ ლოდზე ვპოვეო საყუდებელი. ის კლდე რწმენა იყოო ჩემი - ადამიანთა რწმენა. კლდეც ჩამოიშალა და ვიდრე ეს უკანაკსნელიც დაგორდებოდეს დაღმართზედ მასზე დავბინავდიო. აი, დავლევ ამ ჩემ გაუბედურებულ სულსაც და ჩემთან ერთად დასრულდება ბოლო იმედი სიყვარულისაო.
ვის ესაუბრება თერთწვეროსანი, მხცოვანი ბერი გარდა საკუთარი თავისა?
არავინ დარჩა მას ალალ-მართალი და აი, ისევ ყველაფერი - ყველაფრის სიყვარულის გარდა!
კი, შვილებო - ყველაფერი იყო როცა ღმერთი იყო!
ვდუმვარ!


გიგო  რიონელი
20 ივნისი 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები