ანა ახმატოვა - ბედნიერება არ მსურს მცირედი...
ბედნიერება არ მსურს მცირედი, მდედრთან მიმავალ ქმარს გავაცილებ, კმაყოფილ, დაღლილ პირმშოს იმედით ვუმზერ, ვამზადებ უკვე საძილედ.
ოთახში გრილა, მიმძიმს თვითფლობა, ღვთისმშობლისადმი ლოცვას ვასრულებ, ძალზე ძნელია განდეგილობა, უფრო ძნელი კი - სიმხიარულე.
მინდა მგზნებარე ვნახო სიზმარი, ხუთგუმბათიან ტაძრის ლივლივი თეთრად მთის წვერზე, სადაც ვიჩქარი დამახსოვრებულ ვიწრო ბილიკით.
1 ივლისი, 2025 წ.
Анна Ахматова - Мне не надо счастья малого…
Мне не надо счастья малого, Мужа к милой провожу И, довольного, усталого, Спать ребенка уложу.
Снова мне в прохладной горнице Богородицу молить… Трудно, трудно жить затворницей, Да трудней веселой быть.
Только б сон приснился пламенный, Как войду в нагорный храм, Пятиглавый, белый, каменный, По запомненным тропам.
1914 г.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რთული ლექსია გამართული თარგმანით. რთული ლექსია გამართული თარგმანით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|