ავტორი:თორნიკე გუბელიძე
ადელაიდა
ვეკითხები თავს და თვალებს, მარტოობით განაწვალებს, რატომ ქუხდა ერი ასე, ანდა რატომ თოვდა მთაზე, პასუხი კი არის ერთი, სიყვარულად გყავდეს ღმერთი, თავისუფალს ხნავდე მიწას, დაეძებდა ბზიფს და რიწას, მარდად სხლავდე გზაზე მორებს, ჭორს,მოგონილს ანაგორებს, და იცოდე ყოველ ამას, არ არქმევდე ბედის თამაშს, სულ რომ გქონდეს ლიტრი ღვინო, მარტომ არ რომ გაიცინო, სათლით ყურძენს ვერა სწევდე, გიდელი კი გქონდეს მხრებზე, ასე ალბათ კარგად იქმენ, შეელიე თოვლის ფიფქებს, მუხთალია გაზაფხული, სხვა ფიქრებით დაზაფრული, და სამღერად დარჩენილი, განათლების ქვაფენილი, სიზმრები და გზანი უხვი, მოგწამლავენ მეტი თუ თქვი, მოგცელავენ როგორც ბალახს, მოგაცხებენ ტუჩზე ტალახს, მოგეგვარა ალბათ ბრაზი, და გაესვა ამას ხაზი, რომ სიყვარულს დასდევ ობლად, და სიკვდილსაც ხედავ ბორბლად, ამას ალბათ ამბავს არქმევ, და გადმოღვრი ცრემლად სათქმელს, ასე თქმული სიკეთეა, გული გამოვიკეთეა, ვიცი სახლის სახურავი, წვალებითა ნახურავი, ვიცი ეზოს გალავანი, ჩვენ ბრძოლაში ფალავანი, თუ კი აბავს არქმევ ამას, და მოეშვი ბედთან თამაშს, გაღებულად გქონდეს კარი, შენ ერი ხარ საფიცარი, და სუყველა ამბავს იქით, დაიქცევა ღვინოდ ჭიქით, ასე შემოდგომა ალბათ, მოვა ისევ სადმე წამლად და საყდარი საყდარს იქით, დასველდება მალე ფიფქით. ზაფხულს ველი მაისია, სადმე ისევ გაისვრიან, მაგრამ ვაი ავი ჟამი, ყმაწვილების გასატანი, ყმაწვილადვე არის მკვდარი, და სამშობლოს შესართავი ჩახერგილი მდინარეა, ბედი ისევ მცინარეა.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გენაცვალეთ მუხა გენაცვალეთ მუხა
1. მშვიდობა შინ და გარეთ. სადღეგრძელო სულ რომ ქონდეს ლიტრი ღვინო.
მშვიდობა შინ და გარეთ. სადღეგრძელო სულ რომ ქონდეს ლიტრი ღვინო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|