ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2025


მე - პაციფისტი, კიდევ და კიდევ

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მე -  პაციფისტი, კიდევ და კიდევ!

ომი - ომია!
ომში მინიმუმ მხარეა ორი,
ორივე მხარეს  ემსახურება მკაცრი ცენზორი,
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ბულბულია,
ებრძვის ყორანი, სვავი,  ქორი -
ის -  აგრესორი,
სხვისი რუპორი,
და უსამართლოდ დაადეს ტორი,
მეორე მხარეს  - არის ნამდვილი მოროდიორი,
სასტიკი,
მკვლელი,
ტერორისტი,
დაუნდობელი,
არ განირჩევა მისგან უცხო და ახლობელი…

თვითონ?!
- სამართალს იცავს ბრძოლით,
ღვთის მადლობელი.
თვითონ?
- ჯარისკაცს აქორწინებს შუა ბრძოლაში,
თითქოს  უკეთეს დროს ვერ ნახავს მფრინავი - რაში,
თვითონ?
- მამაცებს ვეღარ ატევს პროზექტურაში.
თვითონ?
- ბავშვები - ყვავილებით ეგებებიან,
და მოხუცები მოსაკითხით ზედ ატკბებიან,
თვითონ?!
- მშვიდობა მიზნადაა აქვს,
იბრძვის  ნიადაგ,
  ომში ორივე მხარე ამით ერთურთს  მიაგავს,
თავისას - გმირს და  მტრის დაღუპულს - უწოდებს ნაგავს.
არწმუნებს ყველას,
მთელ დასაკარგს, სულ მტერი კარგავს
თვალცრემლიანი გადასცქერის ნათესს და ნარგავს.


ომი - ომია!
გამჩაღებლები?! -  თავს იცავენ,
ხეირს იმკიან.
ფრონტზე და ზურგში - სიკვდილია,
და ბრძოლაში  - ძრწოლის პიკია,
დაბლა და დაბლა
სიცოცხლის ფასი მთლად კაპიკია..

ცრემლი მიმრავლდა,
არ მელევა ხილვა- ჩვენება.
მინდა ვთქვა, ომის მდომს არ ასცდეს რამ შეჩვენება,
  უსასრულოა ომთა გამო ნგრევა-შენება
და კაცთა მოდგმას წინ მიუძღვის  არა მშვენება,
არამედ  ავი და ბოროტი -  გარეშე ნება.
და მე ვერ ვხედავ
აქ სადაა გზა-გასავალი,
არავინ იცის ამ ჩიხიდან გამოსავალი,
და მე არ ვიცი, 
ვინ მოჰგვაროს  განწირულს შვება,
მართლა არ ვიცი,
ამ  სამყაროს რა ეშველება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები