ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
2 ივლისი, 2025


Анна Ахматова - Нам свежесть слов и чувства простоту...

ანა ახმატოვა - ცინცხალი სიტყვის და გრძნობათა უბრალოების...

ცინცხალი სიტყვის და გრძნობათა უბრალოების
დაკარგვა ჩვენთვის ტოლფასია მხატვრის დაბრმობის;
მსახიობისთვის - დამუნჯების, უმოძრაობის;
მშვენიერისთვის - სილამაზის გამოგლოვების.

ციურ ნიჭს მალვას ნუ დაუწყებთ ცისგან ნაბედებს,
იმის შენახვას, უხილავად რაიც გაგანდეს;
ჩვენ მოგვესაჯა - და გუმანით ვიცით თავადვე,
სჯობს გავფლანგავდეთ, ვიდრე რამეს დავახვავებდეთ.

წადი მარტოკა და განკურნე ჩინდაკარგულნი,
რათა შეიტყო მძიმე საათს ეჭვიანობის,
მოწაფეთაგან ნიშნისგება, ქირდვა საცნობი,
ბრბოს გულგრილობა, მისწრაფება ყველა ჩაგრულის.

2 ივლისი, 2025 წ.


Анна Ахматова - Нам свежесть слов и чувства простоту...

Нам свежесть слов и чувства простоту
Терять не то ль, что живописцу — зренье,
Или актеру — голос и движенье,
А женщине прекрасной — красоту?

Но не пытайся для себя хранить
Тебе дарованное небесами:
Осуждены — и это знаем сами
Мы расточать, а не копить.

Иди один и исцеляй слепых,
Чтобы узнать в тяжелый час сомненья
Учеников злорадное глумленье
И равнодушие толпы.

1915 г.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები