რა სიტყვებია ნიავს, რომ გაჰყოლიან და დაფოთლილ გულზე დანამულა სევდა სხვა დღეთა? რა სიტყვებია ასე რიგ-რიგობით, რომ მიჰქრიან მატარებლის ხმაურში, და მის სარკმლიდან თვალს ადევნებს ვინმე სიმშვიდით?...
ზანზალაკიან ურემს როგორ მჩატედ მიაქვს იმ სიტყვებით სავსე ხურჯინი, ერთ დროს ასე მძიმედ, რომ გადაჰქონდა სხვა დღეთა ნათელს... მოგონებები დაჯვარულან სალოცავთან ბჭენთა ღრჭიალში, მაგრამ გუმბათი ყველაფრისა იყო - დიადი!
ვერცხლისფერ მტრედთან დაისვენა რკინის ბორბლებმა... და შორი-ახლოს ბაქანზე იდგა ვინმე კაცი, ნაცვლად ქალისა!
შემოაღამდა. სიტყვა ძვირი დარჩა ვალად იმ ღამის ძირში, სადაც ფესვთა ღრჭიალი გაისმოდა წარსულიდან ყურის წამღებად!
წაიღო.. რა წაიღო, რაც უკვე იყო თუ შემოესმა ახალი სიტყვა უფლის კარებთან? მერე ხურჯინი?- იქვე დაცალა! სულ ოცდაათი სიტყვა იყო, ერთმანეთზე თავზე საყრელად...