 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: თარგმანი 13 ივლისი, 2025 |
#თარგმანები
ესეც ახალი ვერსიაა. ძველი - მედო და ვერ ვიპოვე
მარინა ცვეტაევა
გეტყვი ამბავს
*** გეტყვი ამბავს ერთი მოტყუების დიდის, გეტყვი ამბავს, ნისლი თავქვე როგორ მიდის, ხეებს ნორჩს და ბებერ კუნძებს ეფინება, გეტყვი ამბავს, ცეცხლი როგორ ინავლება დაბალ სახლებში და ხისქვეშ როგორ ტირის ეგვიპტელი ბოშას ჩაბერილი სტვირი. გეტყვი ტყუილისას დიდის, გასამხელის, დანაჩაბღუჯული ერთი ვიწრო ხელის, გეტყვი, როგორ მისდევს ქარს მრავალი წელი, კულულები ყრმათა და მოხუცთა წვერი.
მჭექი საუკუნე. მოთქარუნე ჰუნე.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
* * * Я расскажу тебе - про великий обман: Я расскажу тебе, как ниспадает туман На молодые деревья, на старые пни. Я расскажу тебе, как погасают იогни В низких домах, как пришелец египетских стран В узкую дудку под деревом дует цыган.
Я расскажу тебе - про великую ложь. Я расскажу тебе, как зажимается нож В узкой руке, как вздымаются ветром веков Кудри у юных, и бороды у стариков.
Рокот веков. Топот подков.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2.
მადლობა მუხა. ეს ლექსი უთარგმნელად ითვლება ამ ფინალის გამო, (რიტმიკა, რთული ბგერწერული ბმები… ნუ რითმა არაა რთული)
Рокот веков. Топот подков.
მე გავაკეთე : “მჭექი საუკუნე, მოთქარუნე ჰუნე.
“მჭახე საუკუნე” ბგერწერულად კი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ავცდებოდი ორიგინალს
ასე რითმა (საუკუნე/ჰუნე) კი უკეთესი გამოდის, ე -ხმოვნური ალიტერაციაც თითქოს ჟღერს, მაგრამ რაღაც ტყაპატყუპივით ვერ გამომივიდა, გაჭენებული ცხენის ნალიანი ფეხების რიტმული ხმის შთაბეჭდილება მთლიანად “ მოთქარუნე”-ს წამოვკიდე ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი ვერსია საუკეთესოა. მაგრამ დიდი რა დაშავდება, იყოს ასეთიც! ალბათ გამოჩნდება ვინმე ნიჭიერი და უკეთესს დადებს..

1. მელოდიური თარგმანი. მელოდიური თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|