ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
15 ივლისი, 2025


Николай Джинчарадзе - Я устал от стихов...

ნიკოლოზ ჯინჭარაძე - დამღალა ლექსმა...

დამღალა ლექსმა - გამარჯვების  არმქონ მარცვლებით,
მასშია მხოლოდ იდეალზე ფუჭი ოცნება...
თითქოს ყოველი გავხვეულვართ მის თბილ საცვლებში,
სინამდვილისგან თუმც შორია გასაოცებლად.

უსარგებლობა ჩანს ლამაზი, სწორი სიტყვების,
თამაშის წესებს აღარ იცავს უკვე ცხოვრება...
დაჟანგულია ყოველ ბიჯზე მიამიტების
სისხლით კუთხეთა ნაპირები და არ შორდება.

უწინდელ ლამაზ იდეათა ფუჭი არჩევნით
სიცარიელეს მიემთხვევა ბედი ჩანჩალა,
ამქვეყნად მეფობს ინსტიქტები თვითგადარჩენის
და სიყვარულსაც დასდგომია ჩარჩი მაჭანკლად.

უმაქნისობამ სულის, არსის, რწმენის, იმედის,
დიდი ხანია გაიმარჯვა ყოველ ჩვენგანზე,
სიცოცხლე თუ გსურს - მოიტყუე, სცოდე მცირედით,
ბრძმედში რომ გაძვრე, ქედდადრეკილთ შენც დაემგვანე...

მეტს არას ვიტყვი, ცხოვრებაა ბილწი, მარტივი, -
გამარჯვებული მართალია, ვიდრე წმინდანი,
ცოტაა, ვინაც მოეპყრობა ქრისტეს პატივით,
სავანის ნაცვლად, სასახლეა ბევრის მიზანი.

15 ივლისი, ვლაქერნობა, 2025 წ.


Николай Джинчарадзе - Я устал от стихов...


Я устал от стихов, – в них нет зёрен побед,
Лишь мечта о своём идеале…
Ими, вроде бы, каждый объят и согрет,
Но, увы, далеко не в реале…

Бесполезность красивых и правильных слов,
На лицо, – жизнь играет без правил…
Что ни шаг, в ней клинки проржавевших углов
С кровью тех, кто, живя, не лукавил…

Бесполезность когда-то прекрасных идей
В пустоту тянет судьбы сегодня…
Выживание встало над миром людей,
За любовью скрывается сводня…

Бесполезность надежд, веры, сути, души,
Всех нас с вами, давно победила, –
Хочешь жить, значит лги, прогибайся, греши,
Чтоб пройти через это горнило….

Не хочу больше слов, жизнь мерзка и проста, –
Прав не праведник, а победитель…
Что осталось в нас, люди, от веры в Христа,
Коль хоромы важней, чем обитель?..

29.05.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს