შორს ნუღა წახვალთ. აქ იყავით და დამელოდეთ. მივალ, ერთხელაც მივძრავ, მოვძრავ რიყეზე ლოდებს- ჩუმად მყვინთავებს ძილ- ღვიძილში, ჩუმად მოდარდეთ. უსაბელოდაც მორჩილების ფერი რომ ადევთ. ნავში ჩასხმულნი ლუკმებად რომ დაინაწილეს. მიისაკუთრეს, აარიდეს დროებს, მანძილებს. მივალ, ჩამოვფხეკ სიამაყის დახავსულ ბლონდებს, თქვენ შორს ნუ წახვალთ. მოვბრუნდები. აქ დამელოდეთ.