ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეში
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2025


ერთიც ნათქვამი...

ამ სიგიჟის და ქაოსის წნეხის ქვეშ და ირგვლივ
როგორც წისქვილის ქვა და დედამიწის ზეცა
არაფერი რჩება დაუფქვავი თითქმის
როგორც წვიმის მერე სველი ხე არ იწვის...
როგორც ეს ნათქვამი არის თვითონ კვნესა

უძლურის და ჟინი ძლიერის და
ხმალი მომხდურის და სისხლი დაჭრილის და
ბრძოლა არაფრისთვის როგორც გადაიქცა
ბრძოლად ყველაფრისთვის... იქავეს წაიქცა
ხე და ხელები ამ ცისკენ განტოტვილი.
..
ჩვენ და ჩვენნაირი ბევრი ჩაფლობილი
მიწის ტალახში და წყლისგან დალპობილი
- მზის არკმარობისგან ცოცხლად დაშრობილი.

როგორც მთვარე ღამით, ისე ამობრწყინდი
როგორც ჩრდილი დღისით, ისე გაიმკვეთრე.
უსინათლობისგან თვალებდაფსობილი
სინათლის ტკივილით თვალი აიხილე
გული გაიმაგრე
ფეხი აიდგი და
ფეხი გაიდგი და
ფესვი მზეს მიმართე.
ხელით გაწვდენილით სითბო ისუნთქე და
მზისკენ გამოღე კვირტი საიმედო...

თუნდაც მოვიდეს და ვაზივით გაგსხლას,
ვაშლივით დაგამყნოს და
თესლივით ჩაგმარხოს,
ზედაც მოგაფურთხოს, ყინვაში დაგტოვოს და
არაფრად ჩაგაგდოს, ფეხებით გაგთელოს და...
სიცოცხლე როგორც არის, მე იმას გიყვები...
დინების წინააღმდეგ დინებას მივყვები...
ვერაფერს განუგეშებ, ვერაფერს გაიმედებ...
მე რაც გამაჩნია... სხვას ვერ გავიმეტებ...

როგორც იყინება წყალი სიცივეში... როგორც იკვირტება ვარდი მზის სხივებში...
როგორც ნაკელია მიწისთვის სასუქი...
როგორც ლურსმანი და თავზე ჩაქუჩი...
როგორც ყველა ფერი, თუნდაც რაც არა ჩანს...
როგორც ცის ნამი და ჩიტების ჟღურტული...
ისე ლურჯი ფერი აქვთ ზღვას და ცას...
ისე ეს უჩინარი ჯაჭვების ურდული

დაიმსხვრევა და
დამტვრევა  და
ადიდდება და
წალეკავს ლეკვებს...
ენა რომ გადაცვდათ
ამ წყეულ ჯაჭვების
დაუღალავი ლოკვით...

მოვა ნოე და
მოვა ადამა...
კავკასიონზე ცეცხლი ინთება...
თავის მოტანილ ცეცხლში დაწვავენ ამირანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები