https://intermedia.ge/სტატია/160946-ლისაბონის-საშინელი-მიწისძვრა-სტიქიური-უბედურება-რამაც-ევროპაში-ღვთის-რ/53/user:დავითი%20ჩუთლაშვილი:show:channel
ლისაბონის მიწისძვრა (1755)
დღე გათენდა „ყველაწმინდის“, ზეიმობდა ქვეყანა, როს მიწისძვრა მოხდა დიდი, ყველაფერი შექანდა
და დაემხო ლისაბონის ყველა სახლი, ტაძარი, ჟამი იდგა იალონის - მიწა იძრა ზანზარით.
დილიდანვე შეიყარა მრევლი ერთად სალოცად, განგებამ არ შეიწყალა, დაუნდობლად დახოცა.
ზოგი ნანგრევებმა მოსრა, უფრო ბევრი - ხანძარმა და მიწასთან გაასწორა ქალაქი და დანაცრა.
გადაურჩა იავარქმნას თუმცა ერთი კვარტალი, აირიდა თითქოს წარღვნა ხუთიოდე მართალით.
არ დაინგრა მხოლოდ, სისხამს ბორდელების უბანი და დაინდო ღვთის შერისხვამ კაცთა თვალში მტყუანი.
მეძავების ყველა დოსტსაც სიძვა ექცა ხეირად... ოღონდ ღვთის სიმართლის დოგმა ბევრის გულში შეირყა,
გადაწონა რადგან ქვეყნად მორწმუნეთა ნაქმნარი, მეძავ-მემრუშეთა რწმენამ, ზენაარის სამართლით
და გავრცელდა ამის მერე ათეიზმის სამსალა, ეს შემთხვევა ღმერთის მემტრეთ ადგებოდა მასალად...
ვერ ჩავწვდებით ღვთის სამართალს ფარისევლურ დასკვნებით და მართლებად ჩავთვლით მცდარად, შენიღბულებს მასკებით.
25 ივლისი, 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. როგორი ნამდვილი . ძლიერი, ემოვიური ლექსია. როგორი ნამდვილი . ძლიერი, ემოვიური ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|