ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2025


წარმავალობის მონორაიმი

#ლექსები

ნინო დარბაისელი
  წარმავალობის მონორაიმი

(1942-ში  ებრაელმა შტეფან ცვაიგმა  თავი მოიკლა, “ფაშიზმი - ქვეყნის აღსასრულიაო”. ერთი ჩემიანი - ჯერ უსასოობისგან - გათხოვილა. ახლა - ნანობსო.)

ვაი, მწუხარებაო, შენ,  თვალშეუდგამო,
ვისთვის - ფრთებო ნალეწო, ვისთვის - მხოლოდ დგამო.
შეიფაროს რამდენი ფიქრის ამ ქოლგამო,
ან იტიოს რამდენი გულის ხანაგამო?!
რამდენს ვუთხრა,:- გეყოფა ფიქრები ეგ ამო!
ყველაფერი გაივლის,  გამოცდილა, გამო…
ტკივილს მარტო ნუ ებრძვი, მოდი, კარში გამო!
ნაბიჯს სასოწარკვეთით თუკი  გადადგამო,
თავის მოკვლა გინდოდა?! - გვირგვინს რად იდგამო?
წარუვალს ნუ გადაწყვეტ -  წარმავალის გამო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები