 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 27 ივლისი, 2025 |
#კალეიდოსკოპი #დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი ტახი
დღეს სულ ედმონდ კალანდაძეზე ვფიქრობ. მდიდარი პალიტრით, ცხელი და ცივი ფერების თამამი, მე ვიტყოდი, ,,დაუნდობელი” მონაცვლეობით, უხეში, არარაფინირებული მონასმებით სხვა ფერმწერებიც მეგულებიან საქართველოში, მაგრამ მთელი ცხოვრება მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მჭახე, აგრესიული ფასადის იქით, ფერწერა და გრაფიკა თითქოს უნისონში რომ მუშაობენ, გაღწევას შესძლებდი თუ არა, რაღაც უკიდეგანო სევდა გელოდა. (სევდა ცოცხალ არსებად ყოფნა-გაძლებისა? - ვიტალურობის მძაფრად გამოხატვისა, როცა იქნებ სულაც დიდი მარტოობა გაქვს დასაძლევი). როგორი ნახატია, იცით?! თითქოს ოსტატმა-შემოქმედმა უნდა მოასწროს, ჩვენ დაგვიტოვოს და თვითონაც მოასწროს და სიცოცხლის საერთო ზეიმს შეერთოს, მოიხელთოს ,,ცხელი” მომენტი და მნახველისთვის გააუკვდავოს! თბილისში ყველა ყველას ნაცნობია, ყველა ყველას ესალმება კულტურული ღონისძიებაა, თუ ლხინისა და ჭირის სუფრა-თავშეყრა, (ახლა, აღარ ვიცი, ისევ ასეა თუ არა) აი, პირადად კი ისე არ ვიცნობდი, რომ გავკადნიერებულიყავი და მეთქვა, რომ განსაკუთრებით მიყვარს მისი “ტახი”. მგონი, როგორც მახსოვს, მისი ერთი ვერსია ქართული ხელოვნების მუზეუმშია დაცული, არა? ვერ ვიტყოდი, რომ ქართულ ინდივიდუალურ მხატვრობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ( ან ინდივიდუალურ ქანდაკებას, ან მუსიკას და აშ) ამიტომ, მისი ისტორია, შეიძლება ითქვას, ქმნადობის პროცესშივე იწერებოდა, როცა იწერებოდა. შეფასების კრიტერიუმების გამომუშავებასთან ერთად. ხელოვნების კრიტიკოსებს უჩემოდაც გამოწვლილვით ექნებათ შესწავლილი ეს ნახატი. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის, როგორც არასპეციალისტი მნახველისთვის, გამოსახატავად ერთი სიტყვაც საკმარისია - ,,მაგარია!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნინო დარბაისელი ედმონდ კალანდაძე მხატვარი, ფერმწერის ილუსტრაციები ვნახე თქვენ ფეისბუქზე და ამავე დროს კომპუტერითაც, სუყველა და მართალი გითხრა გაოცებული ვარ, ძალიან მომეწონა, მეც როგორც არასპეციალისტი , ჩემი გემოვნებით ილსტრაციებს შევაფასებ ასე: რომ არის მეტყველი ნახატები, თითქოს გესაუბრებიან, გიყვებიან თავიანთ ამბავს, მე მომეწონა ხეები, აქ თითქოს ეძადამიანებს გვანან, სუნთქავენ , იზრდებიან, ბერდებიან, ზოგი მარტო დგას, ზოგიც რამდენიმე ერთად, ერთმანეთს დარდებს უზიარებენ. მომეწონა სახლები, ამ ძველ სახლში ვხედავ გაიანეს, მაგდას, მართას ფუსფუსობენ სევდიანები, დარდიანები. რა ვი ბევრი რამის თქმა შეიძლებ. .მადლობა პუბლიცისტიკისთვის. ნინო დარბაისელი ედმონდ კალანდაძე მხატვარი, ფერმწერის ილუსტრაციები ვნახე თქვენ ფეისბუქზე და ამავე დროს კომპუტერითაც, სუყველა და მართალი გითხრა გაოცებული ვარ, ძალიან მომეწონა, მეც როგორც არასპეციალისტი , ჩემი გემოვნებით ილსტრაციებს შევაფასებ ასე: რომ არის მეტყველი ნახატები, თითქოს გესაუბრებიან, გიყვებიან თავიანთ ამბავს, მე მომეწონა ხეები, აქ თითქოს ეძადამიანებს გვანან, სუნთქავენ , იზრდებიან, ბერდებიან, ზოგი მარტო დგას, ზოგიც რამდენიმე ერთად, ერთმანეთს დარდებს უზიარებენ. მომეწონა სახლები, ამ ძველ სახლში ვხედავ გაიანეს, მაგდას, მართას ფუსფუსობენ სევდიანები, დარდიანები. რა ვი ბევრი რამის თქმა შეიძლებ. .მადლობა პუბლიცისტიკისთვის.
1. მუხა საყვარელო, ამისი ილუსტრაციები ფეისბუქის ჩემს გვერდზეა. მუხა საყვარელო, ამისი ილუსტრაციები ფეისბუქის ჩემს გვერდზეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|