 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 ივლისი, 2025 |
#ოპუსები
ნინო დარბაისელი
რას ნიშნავს გალაკტიონის “და ვიცი ღელვათა საგანი”
ეს ოპუსი შემთხვევით “შემომეწერა”. გიორგი ლობჟანიძემ თავისი თარგმანი დადო და სიტყვაში “საგანი” - კორექტურა გაჰპარვია. მე კი, ჩვეულებისამებრ” უკვე მსჯელობის აგება დავიწყე…
გიომ შემიქო კომენტარი და აბა, როგორ დავკარგო?!
გადმომაქვს:
ნინო დარბაისელი:
“რატომ გამახსენდა იცი? გალაკტიონი ხომ თავისმიერვე მიგნებული ხერხით, სიმბოლისტური ესთეტიკის გალაკტიონისეული გაგების შესაბამისად, ომონიმურ სიტყვათა მნიშვნელობებით თამაშობს, ძირითადად “არტისტულ ყვავილებში “ და მაგ ლექსში, მე რომ გამახსენდა,, “შემოდგომა წმინდა ჩასახების მამათა სავანეში”, არის ასეთი ტაეპი ,, და ვიცი ღელვათა საგანი” რას ნიშნავს? როგორ გავიგოთ?
1. საგანი - მიზანი, სამიზნებელი, ანუ ილია ჭავჭავაძე როგორც იყენებს, ძვ . ქართულის დარად. “მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები” ანუ მათი ზრუნვის მიზანიო.
2. საგანი - როგორც ,, პრედმეტი” ობიექტი ჩემი ან რაიმე სუბიექტის ზემოქმედებისა და 3. ის, რასაც უნდა უგანო ანუ გაერიდო, რაც სა- განია.
ანუ რაო, ღელვა - მიზანია თუ თავიდან ასაცილებელიო?
თუ დავუკვირდებით, ეს ის შემთხვევაა, ის მაგალითი, როცა ერთი სიტყვის წაკითხვის შესაძლო ვარიანტები ერთმანეთს კი არ უახლოვდებიან, არამედ, პირიქით ეწინააღმდეგებიან. ამას კიდევ უფრო ართულებს არაერთგვაროვანი, ბუნდოვანი კონტექსტიც, როგორც ამ ლექსში.
აქ გაგება მკითხველის ინტენციაზე მგონია დამოკიდებული. ავტორმა კი თავის მხრით, სამი მნიშვნელობა ჩადო, მკითხველი ხან შეიძლება ასე გებულობდეს, ხან - პირიქით! გავიხსენოთ ლექსი
გ. ტაბიძე
შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები. მხურვალე ვნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები. დარჩება აუზთან სანდალი და ძველი ფოთლები, ყვითელი... რომანზე ისვენებს შანდალი, რომანში - შეშლილი სკვითელი. ვეწვევი განდეგილ მამათა „უმანკო ჩასახვის“ სავანეს: იქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის. სიმკაცრით შემხედავს საშვენი თვალები შეკრული კამარის: ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის! დაქრიან უდაბნო ქარები, მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ! სამრეკლოს ანგრევენ ზარები... წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ! გრიგალთა სადაურ შებერვას მისდევენ ფოთლების შვავები... თებერვალს უხმობენ, თებერვალს, სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვათა საგანი, როდესაც ღამეა უკუნი, და ჩემი მდუმარე საკანი და ცეცხლის მფარველი გუგუნი. ერთგვარად მიიტანს ამ სახის ლოცვისთვის ზმანება-მტკივანი: გაზელებს - მგოსანი სასახლის, ხელთათმანს - სასახლის მდივანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გ. ტაბიძის ნაწარმოებები, . თავისი ფრაგმენტულობით და ამავდროულად მკაცრი სისტემატიზაციის მიღწევის მცდელობით, დაბნეულობითა და სიფხიზლით, უკიდურესად დაძაბული სულიერი მღერვალებითა და ქვეტექსტუალური ირონიით, გაუგებარი დასკვნებით, მოულოდნელი სიმარტივეებით, საფუძვლიანი, თუ უსაფუძვლო ეჭვებით და სხვა. ჩვენი აზრით, ლიტერატურის ისტორიკოსის კომპეტენციას სცილდება და ფსიქოლოგიის სფეროსაც ეკუთვნის, თუმცა ასეთი ჩარევის შემდეგაც და ალბათ, კიდევ ბევრი რამ დარჩება აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ სამწუხაროდ დრო, დრო არ არის ყველაფრის ამხსნელი... გ. ტაბიძის ნაწარმოებები, . თავისი ფრაგმენტულობით და ამავდროულად მკაცრი სისტემატიზაციის მიღწევის მცდელობით, დაბნეულობითა და სიფხიზლით, უკიდურესად დაძაბული სულიერი მღერვალებითა და ქვეტექსტუალური ირონიით, გაუგებარი დასკვნებით, მოულოდნელი სიმარტივეებით, საფუძვლიანი, თუ უსაფუძვლო ეჭვებით და სხვა. ჩვენი აზრით, ლიტერატურის ისტორიკოსის კომპეტენციას სცილდება და ფსიქოლოგიის სფეროსაც ეკუთვნის, თუმცა ასეთი ჩარევის შემდეგაც და ალბათ, კიდევ ბევრი რამ დარჩება აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ სამწუხაროდ დრო, დრო არ არის ყველაფრის ამხსნელი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|