ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2025


პელაგია და მექრთამე

იცხოვრებდა პელაგია მარტო,
კარი როცა იღებოდა ფართო,
მას არ ქონდა გაღიმების წამი,
წამი იყო იმ ნაყინში ცვარი,
ასე მალე განსხვავებას ვხედავ,
და რაოდენ გასაბედსაც ვბედავ,
სუსხის პირი უჩუმარი ჩემი,
გავსებული კომბალივით ჭერი,
აქ დაქროდა სავსე ვითა ბელი,
და სახელად ვიცი მე საშველი,
აქ მარტომაც მიეჩვია ჭამას,
და სიმხდალეს უშველიდა მარად,
მაგრამ სახდელს ცა ვერ მიწვდა ფიქრად,
დაეფარა დედამიწა ფიფქად,
სადაც მარტომ ავარიდე სხივი,
სადაც ფარდა გულში ქროდა მძივი,
ასე ლაღი პირ ვერნახი ბარი,
და შიშია სულს რომ ადგას ნარი,
სახეცვლილი უნაირო ფეთი,
დარჩენილი მოკვლეული ნეშთი,
ასე ვიწყე მე მარტოკა ჭამა,
სა სახდელად ქუჩა დამეფარა,
სადაც თბილისს არ უჩანდა ბაგე,
ბათუმს ვნახე ჩემი სანოვაგე,
ანაკლიის პორტის ნაზი ექო,
უნდა ჭექო ღმერთო უნდა ჭექო.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები