ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2025


ფ-ხანა პატრიოტული

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფ-ხანა პატრიოტული
(იუმორესკა, გამგები - გაიგებს!)

სულ გაგიჟდა მსოფლიო, დადგა ძნელი ხანა,
ამიკრძალა ექიმმა გუშინ კისრის  ფხანა.

არც ვიცოდი, სად მები  აქამომდე კისერო,
ახლა  ფხანით საცაა, ყელი გადავისერო.

გუშინსაქეთ კისერი სწორედ იქ მეფხანება,
ხელი იქით მიმირბის, არ უყვარს  დახანება!

კისერი და კისერი, 
ფხანამ სხვას ვის ავნო, რა!
ვდგავარ, სიგნალს ვიძლევი -  კრეისერი ,, ავრორა”!

ესეც  ფსიქოლოგია,  მყისიერი (მყის ერი?)
კრძალავს?! -  რა ჰქნა, იბნევი,  როგორც წვრილი ბისერი.

კისერი და კისერი,
კისერი და კისერი!
რასაც თესავს, სხვისგანაც სწორედ იმას მკის ერი!

რასაც  მალავს ეს ლექსი, პასუხიც იქავეა,
ისევ იმან იქაოს, ვისაც მოუქავია,
ხე რა ნაყოფს დაისხამს, თუკი დაურგავია.
კისერზე ვწერ, მიხვდები?! - იგივე  იგავია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები