ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2025


********

სათქმელი ითქვა, დასაღვრელი დაიქცა თასი....
ცრემლის სიმლაშე, შიგადაშიგ სიმწარე შხამის....
რახან გავბედე და შევცოდე მე შენს წინაშე,
სინწარე თასმის, მობარბაცე ფეხებქვეშ სკამი
მახსენებს მხოლოდ, რომ ოდესღაც ნათელიც იყო,
და ვიცი ისე
ვეღარასდროს ვერ გავიგონებ
შენს ხმას,
შენს ძახილს, მობარბაცეს ვკენკავ სტრიქონებს....
რაკი გავბედე, ავბედითად ამოჩემება,
დე წამიყვანონ აწყვეტილი
ბედის ცხენებმა,
იქ, საიდანაც არასოდეს ბრუნდება არვინ....
ხმამაღლა წავალ, არა ჩუმად, ქურდულად, პარვით....
აღარც შიშია, არც ტკივილი, არც სიახლოვე....
რახან სიბნელე და დემონი დავიახლოვე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები